ქარიშხალ "ფლორენსის" დროს, გმირმა მოხალისემ 6 ძაღლი გალიიდან გამოიყვანა და დახრჩობას გადაარჩინა (+ვიდეო)
გმირმა მოხალისემ გადაარჩინა 6 ძაღლი, რომლებიც ჩრდილოეთ კაროლინაში ჩაკეტილ გალიებში იმყოფებოდნენ.

ძაღლები თითქმის წყლით იყვნენ დაფარულნი, ისინი წინა თათებით ღობეზე ძვრებოდნენ, რათა არ ჩაძირულიყვნენ - ყეფდნენ და წკმუტუნებდნენ.

შინაური ცხოველები ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალაქ ლელანდის კერძო საკუთრებაში იპოვეს, როგორც ჩანს, პატრონმა სახლი სასწრაფოდ დატოვა და ძაღლები გალიაში ჩაკეტილი მიატოვა.

ჟურნალისტმა მარკუს დიპაოლამ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა:

"ლელანდში გადარჩენილი ძაღლები პატრონმა გალიაში დაბმული და ჩაკეტილი დატოვა. წყალი სწრაფად იმატებდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

ნუ დატოვებთ თქვენს ბინადრებს ბედის ანაბარა!

როგორც კი ძაღლები გაათავისუფლეს,
მათ მაშინვე მოხალისეების მიმართულებით გაცურეს."

ცხოველები სამშვიდობოს გამოვიდნენ, მოხალისეებმა მათ საკვები და წყალი მიუტანეს. 

ასევე იხილეთ:

პატრონებისგან მიტოვებული ძაღლების ფოტოები ქარიშხალ ჰარვის დროს


ქარიშხლის დროს დაკარგული კატა პატრონთან 14 წლის შემდეგ დაბრუნდა

მძღოლის რეაქცია უპატრონო ძაღლზე, რომელმაც სიცივის დროს ავტობუსს თავი შეაფარა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?