ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ ძაღლების თავშესაფარი წუხელ 12 საათისთვის დატბორა. სტიქიის შედეგად თავშესაფარში 12 ძაღლი დაიხრჩო.
თავშესაფარმა მატერიალურადაც იზარალა. დატბორილია ძაღლების თავშესაფრის სამი მანქანა, დაზიანებულია ძაღლების ადგილსამყოფელიც.
როგორც თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, ამ დროისთვის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინაროებს და რა ფინანსური ზარალი მიადგა თავშესაფარს მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ, რათა მოხდეს ხეებისგან და შლამისგან თავშესაფრისა და მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა.
თავშესაფარში სულ 450 ძაღლი იმყოფება.
იხილეთ ფოტოგალერეა
იხილეთ ვიდეო
თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში მოხალისეების დახმარებას ითხოვენ (+ვიდეო & ფოტო)