პატრონებისგან მიტოვებული ძაღლების ფოტოები ქარიშხალ ჰარვის დროს
პატრონებისგან მიტოვებული ძაღლების ფოტოები ქარიშხალ ჰარვის დროს
ტეხასის შტატის მცხოვრებლებს რამდენიმე დღით ადრე აფრთხილებდნენ მოსალოდნელი ქარიშხლის შესახებ, თუმცა, ევაკუაციის დროს ზოგიერთმა უგულო პატრონმა საკუთარი შინაური ცხოველი ბედის ანაბარა დატოვა. არაერთი ძაღლი  წყლით დაფარულ ქუჩებში პატრონებს ეძებდა. 

განსაკუთრებით დაზარალდა ჰიუსტონი, სადაც ფოტოგრაფმა მიტოვებული სევდიანი ძაღლები ფოტოზე აღბეჭდა. 

ამ ძაღლის პატრონებმა საცოდავი ცხოველი ხეზე დააბეს და მიატოვეს, ის "DailyMail"-ის 
ფოტოგრაფმა გადაარჩინა.

Zooclub

ეს კიდევ ერთი სასწაულით გადარჩენილი ძაღლია.

Zooclub

ეს ძაღლიც უგულო ადამიანების მსხვერპლია, რომელიც ხეზე მიბმული დატოვეს.

Zooclub

საბედნიეროდ, გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, რომლებმაც ცხოველები სიკვდილისგან იხსნეს.

ძაღლების გადამრჩენელი მოხალისეები გაოგნებულნი არიან  პატრონების ქცევით.

"ყველა ადამიანი, რომელმაც ამ საშინელი დღეების განმავლობაში საკუთარი შინაური ცხოველი  სიკვდილისთვის გაწირა, კანონის ფარგლებში უნდა
დაისაჯოს", - ამბობს ერთ-ერთი მოხალისე მაშველი.

ასევე იხილეთ:

საშინელი ქარიშხლის დროს ავტობუსის მძღოლმა ორი უპატრონო ძაღლი შეამჩნია. მამაკაცის საქციელმა თვითმხილველები გააოცა

ტეხასში ძაღლმა იმით გაითქვა სახელი, რომ ქარიშხალის დროს პაკეტით საკვები ”მოიმარაგა”

პიტბულებიც ტირიან: თავშესაფარში პატრონისგან მიტოვებული ძაღლი ყოველდღე ტიროდა
natali
შინაური ცხოველი შენი ოჯახის წევრია და როგორ უნდა გაიმეტო?!მე ვერ შევძლებდი ამის შემდეგ მშვიდათ ცხოვრებას!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?