ტეხასში ძაღლმა იმით გაითქვა სახელი, რომ ქარიშხალის დროს პაკეტით საკვები ”მოიმარაგა”
ტეხასში ძაღლმა იმით გაითქვა სახელი, რომ ქარიშხალის დროს პაკეტით საკვები ”მოიმარაგა”
"ძაღლი, რომელსაც ქარიშხალ ”ჰარვის” დროს ძაღლის საკვების დიდი პაკეტი პირით მიქონდა, ტეხასში სტიქიასთნ დაპირისპირების სიმბოლოდ იქცა," - წერს გაზეთი "Chouston Chronicle"-ი.

ტილე ჯოქენსმა, ტეხასის ქალაქ სინტონის მცხოვრებმა, ფოტო გადაუღო ძაღლს და ფეისბუქზე ატვირთა. დღე-ღამის განმავლობაში ფოტო 24 000-მა ადმაიანმა გააზიარა.

გაირკვა, რომ ძაღლს ქვია ოტისი და ის პატრონებს პარასკევს საღამოს გაექცა. მას 65 წლის სალვატორ სეგოვია აქცევდა ყურადღებას. ძაღლი მის ხუთი წლის შვილიშვილს ეკუთვნის, რომელიც ქალაქიდან დროებით, ქარიშხლის გამო გაიყვანეს.

წინა პარასკევს სალვადორმა აღმოაჩინა, რომ ოტისი გაექცა, შაბათს კი შეამჩნია, რომ
ძაღლის საკვებს ერთი პაკეტი აკლდა. მამაკაცი ძაღლის საძებრად გაეშურა და მეზობლებმა უთხრეს, რომ ოტისი აქვე
ახლოს, საკვების პაკეტთან ერთად შეამჩნიეს.

სალვატორმა ძაღლი იპოვა და შვილიშვილის დაბრუნებამდე სახლში მიიყვანა. მისი თქმით, ოტისს ადგილობრივები კარგად იცნობენ და მას ხან მაღაზიაში ან ჰამბურგერზე აგზავნიან.

ქარიშხალი ”ჰარვი” ტეხასის შტატს 26 აგვისტოს ღამით დაატყდა თავს. თავიდან ეს მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი იყო, მაგრამ შემდეგ ის ტროპიკული შტორმის დონეზე შესუსტდა. მიუხედავად ამისა, სინოპტიკოსებმა მოსახლეობა შესაძლო სერიოზული წყალდიდობის შესახებ გააფრთხილეს, სტიქიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?