სანამ პასუხს ნახავდეთ, დააკვირდით ფოტოს - თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ეს უცნაური ბასრკბილებიანი არსება?! - მეცნიერებმა ის უკვე ამოიცნეს!
სანამ პასუხს ნახავდეთ, დააკვირდით ფოტოს - თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ეს უცნაური ბასრკბილებიანი არსება?! - მეცნიერებმა ის უკვე ამოიცნეს!
სპეციალისტებმა ტეხასის სანაპიროზე ქარიშხალ “ჰარვის” შემდეგ აღმოჩენილი ამოუცნობი კბილებიანი არსების იდენტიფიცირება მოახდინეს.

"The Guardian"-ის ცნობით, ამერიკელი ბიოლოგის, კენნეტ ტაის აზრით (სმიტსონის ინსტიტუტის ბაზაზე არსებული მუზეუმიდან), ტალღებმა სანაპიროზე გამორიყა მახვილკუდიანი გველთევზა, რომელიც Aplatophis chauliodus-ის სახეობას მიეკუთვნება.

Aplatophis chauliodus-ი ატლანის ოკეანის დასავლეთით გვხვდება, მათ შორის მექსიკის ყურეში, ტეხასის სანაპიროს სიახლოვეს. ისინი 84 სანტიმეტრის სიგრძის იზრდებიან და 30-90 მეტრის სიღრმეზე ცხოვრობენ.

ბიოლოგის თქმით, სავარაუდოდ ამოუცნობი არსება შეიძლება გველთევზას კონგერის ოჯახს ან ჰეტეროკონგერის ოჯახს მიეკუთვნებოდეს. უფრო ზუსტი იდენტიფიკაციისთვის, აუცილებელია კუდის წვერის დათვალიერება, რომელიც ფოტოზე არ
ჩანს.

14 სექტემბერს იტყობინებოდნენ, რომ ტეხასის შტატის სანაპიროზე, რომელსაც ქარიშხალმა “ჰარვიმ” გადაუარა, აღმოაჩინეს ამოუცნობი კბილებიანი
არსების მკვდარი სხეული. მისი ფოტო ბიოლოგმა პრიტი დესაიმ საკუთარი ტვიტერის გვერდზე განათავსა.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?