საშინელი ქარიშხლის დროს ავტობუსის მძღოლმა ორი უპატრონო ძაღლი შეამჩნია. მამაკაცის საქციელმა თვითმხილველები გააოცა
საშინელი ქარიშხლის დროს ავტობუსის მძღოლმა ორი უპატრონო ძაღლი შეამჩნია. მამაკაცის საქციელმა თვითმხილველები გააოცა
ქალაქი ჰარლიგემი (არგენტინა) საშინელი წვიმისა და ქარიშხლის ეპიცენტრში მოხვდა. ავტობუსის მძღოლი თავის სამუშაოს ასრულებდა, როდესაც ორი უპატრონო ძაღლი შეამჩნია. ისინი ქუჩაში დაბნეულნი დარბოდნენ და თავშესაფარს ვერ პოულობდნენ. მამაკაცმა დაუფიქრებლად გააჩერა ავტობუსი და ძაღლები აიყვანა.

მისმა საქციელმა მგზავრებში დადებითი ემოციები გამოიწვია. ფოტოებიც ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა, რასაც არაერთი თბილი კომენტარი მოჰყვა. 

"ძაღლები ძალიან შეშინებულები იყვნენ. ავტობუსში მყოფი ადამიანები მათ ბედს განვიცდიდით, მაგრამ მძღოლი დაგვპირდა, რომ ძაღლებს ქარიშხლის დასრულებისთანავე იმ ადგილზე დააბრუნებდა, საიდანაც აიყვანა,"- წერს ფოტოების ავტორი.

Zooclub

ავტობუსში ძაღლები თავს
მშვიდად გრძნობდნენ. მეტიც, ერთ-ერთი მათგანი მძღოლის სავარძელთან გასათბობად მოკალათდა.

Zooclub

ავტორი: ჩვენ არ ვიცით ამ ადამიანის
სახელი, მაგრამ მან დაგვანახა, თუ რა არის სიკეთე და თანაგრძნობა. ერთმა პატარა უმნიშვნელო საქციელმაც კი შესაძლოა სიცოცხლე იხსნას. აკეთეთ სიკეთე და თქვენი კეთილი საქმით დედამიწა კიდევ უფრო პოზიტიური და სასიამოვნო გახდება.

ასევე იხილეთ:

როდესაც ჭაში ჩავარდნილმა ძაღლმა ადამიანი დაინახა, სიხარულისგან ყმუილი დაიწყო

ძაღლი, სახელად ფრიკადელო, უბედნიერესია, რომ თავშესაფრიდან აიყვანეს

სტამბულში ადამიანები უპატრონო ძაღლებს ცივი ზამთრის გადატანაში ეხმარებიან
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?