ქარიშხალ "ჰარვის" შემდეგ ათობით ძაღლი ახალი პატრონის მოლოდინშია
ქარიშხალ  "ჰარვის" შემდეგ ათობით ძაღლი ახალი პატრონის მოლოდინშია
ჰიუსტონის თავშესაფრიდან ქალაქ მადისონის (უისკონსინი,აშშ) წმ. ჰიუბერტის ცხოველების თავშესაფარში ათობით ძაღლი გადაიყვანეს.

შინაურ ცხოველებს ჩაუტარდებათ ვეტერინარული გამოკვლევები და მხოლოდ ამის შემდეგ, ნებისმიერ მსურველს შეეძლება ძაღლის აყვანა.

"ჩვენი გულები ტეხასში მცხოვრებ ადამიანებთან და ცხოველებთანაა. მზად ვართ, დახმარება გავუწიოთ მათ, სანამ ამას საჭიროება მოითხოვს",  - ამბობს წმ. ჰიუბერტის პრეზიდენტი და დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი ჰეზერ კამისა.

წმ. ჰიუბერტის ცენტრი თანამშრომლობს ყველაზე მასშტაბურ და ეფექტურ ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია - "ჰუმანურ საზოგადოებასთან". ისინი ერთობლივად იღებენ ცხოველებს და მათ დასაცავად საკუთარ თანაშრომლებს ცხელ წერტილებშიც უშვებენ. მაგალითად,
გასულ წელს ცენტრმა დახმარება გაუწია კალიფორნიაში მასიური ხანძრის შედეგად დაზარალებულ ძაღლებს.

წელს კი ათობით შინაური
ცხოველი მიატოვეს პატრონებმა ქალაქ ჰიუსტონში, რომელიც ქარიშხალმა "ჰარვიმ" ყველაზე მეტად დააზარალა.

Inc.-ის პრესსამსახურის განცხადებით, თავშესაფარმა Pet ResQ-მა კიდევ არაერთი ძაღლი გადაარჩინა ქარიშხალი "ჰარვის" დროს. ისინი ქალაქ ტენაფლაეს (ნიუ-ჯერსის შტატი) ცენტრში გადაიყვანეს. თავშესაფრის თანაშრომლების თქმით, შემდეგ კვირას ცენტრში კიდევ 60-მდე გადარჩენილ ცხოველს მიიყვანენ.

ასევე იხილეთ:

ჰიუსტონში ქორმა ქარიშხალი "ჰარვისგან" თავშესაფარი მანქანაში იპოვა

პატრონებისგან მიტოვებული ძაღლების ფოტოები ქარიშხალ ჰარვის დროს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?