ქარიშხალი ”ჰარვის” შემდეგ ამერიკელს სამმეტრიანი ალიგატორი სასტუმრო ოთახში ელოდა…
ქარიშხალი ”ჰარვის” შემდეგ ამერიკელს სამმეტრიანი ალიგატორი სასტუმრო ოთახში ელოდა…
ჰიუსტონის (ტეხასის შტატი) მიმდებარე დასახლებაში, ვრაიან ფოსტერმა, რომელიც სახლში ქარიშხალი ”ჰარვის” შემდეგ დაბრუნდა, სასტუმრო ოთახში სამმეტრიანი ალიგატორი აღმოაჩინა.

გამომცემლობა "The Guardian"-ის ცნობით, მამაკაცმა პოლიციას მიმართა. ადგილზე მისულმა შერიფის დამხმარემ რეპტილიის ფოტო ფეისბუქზე გამოაქვეყნა. ბუნებისდაცვითი ორგანოს თანამშრომლებმა მტაცებელი სახლიდან გაიყვანეს და ბუნებრივ არეალში გაუშვეს.

ალიგატორების დაჭერის სპეციალისტის, კრის სტივენსის თქმით, ეს არ იყო ერთადერთი რეპტილია, რომელმაც სტიქიას სახლში შეაფარა თავი.

”ბევრი ბრუნდება სახლში და ალიგატორს პოულობს", - ყვება ის, - "რეპტილიები არ არიან განსაკუთრებით აგრესიულები. მათ მოუწიათ ჩვეული გარემოს დატოვება და
თავად იქცნენ ქარიშხლის გამო ლტოლვილებად. ისინი დაბნეულები და ძალაგამოცლილები არიან.

ქარიშხალი ”ჰარვი”, რომელიც ტეხასს 26
აგვისტოს, ღამით დაატყდა თავს, ბოლო 12 წლის მანძილზე ყველაზე დამანგრეველი ბუნებრივი კატასტროფა იყო. დაიღუპა 48 ადამიანი, ხოლო ზარალმა 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

პომპიერო
ეგ რა არის, მთავარი ალიგატორი ქართველებს აქა გვყავს - ამერიკის ელჩის იან კელის სახით: ოჯახში ხანძარი რომ გაგვიჩნდეს, ცეცხლმაქრობის გამოყენების უფლებას არ მოგვცემს, თუ "Огнетушитель сделано в РФ" აწერია! ხანძარი ოღონდ რუსების "ИЛ-76"-ს არ ჩაექრო და ბორჯომი ცეცხლსაც კი წაუღიაო - უბრძანა კვირიკას და "დააზადნინა"!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?