პიტბულებიც ტირიან: თავშესაფარში პატრონისგან მიტოვებული ძაღლი ყოველდღე ტიროდა
პიტბულებიც ტირიან: თავშესაფარში პატრონისგან მიტოვებული ძაღლი ყოველდღე ტიროდა
პიტბულ ბლუ ქინგის ემოციურმა ფოტოებმა სოციალურ ქსელში აღშფოთება გამოიწვია. ცხოველი პატრონმა კალიფორნიის თავშესაფარში ჩააბარა. ძაღლისგან მსგავს ემოციას არავინ ელოდა. საბედნიეროდ, ამ ისტორიას ბედნიერი დასასრული აქვს.

ბლუ პატრონებმა თავშესაფარში ჩააბარეს, რადგან ისინი ახალ ბინაში გადადიოდნენ და გადაწყვიტეს, ძაღლი თან არ წაეყვანათ. ცხოველი მომვლელების მიწოდებულ საკვებზე უარს ამბობდა და თვალიდან გაუჩერებლად ცრემლები სდიოდა.

Zooclub

მომვლელები თავიდან ფიქრობდნენ, რომ ბლუს თვალის ალერგია ჰქონდა, თუმცა, ვეტერინარული შემოწმების შემდეგ ის სრულად ჯანმრთელი აღმოჩნდა.

Zooclub

კალიფორნიის თავშესაფარში ძაღლებს არც თუ ისე იშვიათად უკეთებენ ევთანაზიას. ძირითადად იმ შემთხვევაში, თუ
რაღაც პერიოდში ძაღლს ახალი პატრონი არ გამოუჩნდა. ამიტომ, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა ბლუს თავშესაფარში ცხოვრება,
მით უფრო ახლოვდებოდა მისი სამუდამო დაძინებაც.

Zooclub
Zooclub

მომვლელებმა სევდიანი ძაღლის დახმარება გადაწყვიტეს: მათ სოციალურ ქსელში ბლუს ფოტოები განათავსეს იმ იმედით, რომ პატრონი გამოუჩნდებოდა. საბედნიეროდ, ბლუმ მოსიყვარულე ოჯახი სწრაფად იპოვა.

Zooclub

ჯენიფერმა ასობით ძაღლიდან სწორედ სევდიანი პიტბული აირჩია.

Zooclub

"ის საოცრად დეპრესიულად გამოიყურებოდა. ჩემთვის არც კი მოუქცევია ყურადღება იმ დროს, როცა სხვა ძაღლები სიხარულით მხვდებოდნენ. ბლუს კი ჩემს დანახვაზე რეაქცია არ ჰქონია", - ამბობს ჯენიფერი.

Zooclub

დააკვირდით მას ახლა!

Zooclub

ახალი პატრონის თქმით, თავშესაფრიდან დახსნის შემდეგ ბლუ სრულიად შეიცვალა. მას უყვარს ძილი, ჩახუტება და სარკეში საკუთარი თავის ყურება.

პიტბულს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი, მაგრამ ჯენიფერი დარწმუნებულია, რომ მისი ოთხფეხა მეგობარი მალე შეეჩვევა ახალ გარემოს.

ასევე იხილეთ:

მან ტირილი დაიწყო, როცა მიხვდა, რომ სამუდამოდ მიატოვეს

უსინათლო ხნიერმა კატამ სრულიად შეცვალა ერთი ბიჭის ცხოვრება

მარტოობის პირველი წუთები: ძაღლი მიხვდა, რომ აღარავის სჭირდებოდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?