მძღოლის რეაქცია უპატრონო ძაღლზე, რომელმაც სიცივის დროს ავტობუსს თავი შეაფარა (ემოციური ვიდეო)
საბედნიეროდ, მსოფლიოში ათასობით ისეთი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ცხოველების მიმართ გულგრილნი არ არიან. მარტივად შეიძლება მოძებნოთ ბავშვი, ახალგაზრდა, მოხუცი, რომლებიც მიუსაფარ ძაღლებს ან კატებს სიცოცხლეს უმსუბუქებენ.

ზოგჯერ ასეთი ადამიანი აღმოჩნდება ის, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად მოელით: მაღაზიის გამყიდველი, სკოლის მასწავლებელი ან როგორც ამ ვიდეოზეა აღბეჭდილი, ავტობუსის მძღოლი.

მძღოლის მეგობრული დამოკიდებულება ძაღლის მიმართ იმდენად ემოციური და გულთბილია, რომ ცხოველთა მოყვარულებს დადებით განწყობას შეუქმნის.

ვიდეო სანტიაგოშია (ჩილე) გადაღებული. ავტობუსის მძღოლი თავის მარშრუტს ასრულებდა,  როდესაც  ერთ-ერთი გაჩერების დროს მამაკაცთან ერთად სალონში ძაღლიც ავიდა. თავიდან მან იფიქრა,
რომ შინაური ბინადარი მგზავრს ეკუთვნოდა, თუმცა, ძაღლი ბოლო გაჩერებამდე ავტობუსის სკამზე მოკალათებული მშვიდად იჯდა და გარემოს
ფანჯრიდან აკვირდებოდა.

მძღოლმა ძაღლი ავტობუსიდან არ ჩაუშვა, რადგან ისინი ძალიან შორს იყვნენ იმ ადგილიდან, საიდანაც ცხოველი ტრანსპორტში ავიდა. გარდა ამისა, ქუჩაში ძალიან ციოდა. ამიტომ, ის მობრუნდა და იმავე მარშრუტით წავიდა, რათა ძაღლი მისთვის ნაცნობ ადგილზე დაებრუნებინა.

მამაკაცი მაგალითია იმისა, თუ როგორი დამოკიდებულებით უნდა იყოს ადამიანი ცხოველის მიმართ. შესაძლოა, ბევრს არ მოეწონოს, როდესაც მგზავრის სავარძელში ქუჩის ძაღლი მოკალათდა, თუმცა, მძღოლი ამ ფაქტით არ შეშფოთებულა. ამასთანავე, მან გამონახა დრო, რომ სასიამოვნო კადრები ვიდეოზე გადაეღო.

ასევე იხილეთ:

54 ნაბიჯი ბედნიერებისკენ - თბილისში, ავტობუსების მადევარმა საოცარმა ძაღლმა თბილი სახლი და მოსიყვარულე პატრონი იპოვა

საშინელი ქარიშხლის დროს ავტობუსის მძღოლმა ორი უპატრონო ძაღლი შეამჩნია. მამაკაცის საქციელმა თვითმხილველები გააოცა

ავტობუსის მძღოლმა დაშავებული ძაღლი დაინახა... მან მგზავრებს სთხოვა, ტრანსპორტი დაეტოვებინათ

"თუ ცხოველები ხელს გიშლიან, გთხოვთ, ნუ შემოხვალთ ჩვენს მაღაზიაში!" სტამბულის მაღაზიებმა უპატრონო ცხოველებს გასათბობად კარი გაუღეს
777
იქნებ ცუგას სხვაგან უნდოდა წასვლა ;)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?