დენვერის ზოოპარკში უიშვიათესი ცხოველი დაიბადა (+ვიდეო)
დენვერის ზოოპარკში დაიბადა მადაგასკარული ხელფეხა, რომელიც გადაშენების პირას მყოფი ცხოველების რიგს მიეკუთვნება. ამის შესახებ წერს გამოცემა "Live Science"-ი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მადაგასკარული ხელფეხა, ანუ აიე-იე, მხოლოდ მადაგასკარის ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს.

ტყის მასივების გაჩეხვამ აიე-იეს პოპულაციის შემცირება გამოიწვია. ზრდასრული პრიმატი დაახლოებით 44 სმ-მდე იზრდება, რის გამოც მოხრილი თათებითა და ბრჭყალებით საკმაოდ ნელა გადაადგილდება.

ახალშობილ მადაგასკარულ ხელფეხას ჰარი პოტერის პერსონაჟის საპატივცემულოდ "ნიმფადორა ტონქსი" დაარქვეს.

ასევე იხილეთ:

ფოსა-ყველაზე იშვიათი ცხოველი დედამიწაზე

დედამიწის ბინადარი ყველაზე იშვიათი ცხოველები: მალიური ანუ მზის დათვი

ბიოლოგებმა მადაგასკარზე მინიატურული ლემურის
ახალი სახეობა აღმოაჩინეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?