ფოსა-ყველაზე იშვიათი ცხოველი დედამიწაზე
ფოსა-ყველაზე იშვიათი ცხოველი დედამიწაზე
მადაგასკარის კუნძულზე არსებობენ ისეთი ცხოველები, რომლებიც არა თუ აფრიკაში, არამედ მსგავსი სახეობა დედამიწის არც ერთ კუთხეში არ მოიპოვება. მათ შორის ყველაზე იშვიათი სახეობის ცხოველია მტაცებელი ძუძუმწოვარი ფოსა.

ფოსა გარეგნობით   ცივეტასა და საშუალო ზომის პუმას წააგავს. ზოგჯერ ამ ცხოველს მადაგასკარის ლომსაც უწოდებენ, რადგან მისი  წინაპრები დღევანდელ ფოსაზე ბევრად მოზრდილები იყვნენ.  

Zooclub

ამ ცხოველს უკანა კიდურები წინა თათებზე გრძელი აქვს, ხოლო თათები საკმაოდ დიდი და ძლიერი. ზრდასრული ფოსას ტანის სიგრძე 80 სმ-მდე აღწევს (საშუალო 65-70 სმ), ხოლო კუდის სიგრძე დაახლოებით 65
სმ-ია.

Zooclub

მისი სხეული დაფარულია ხშირი, მოკლე თივთიკით, ამასთანავე ბეწვი თავზე შედარებით ჟღალი ფერის აქვს, ხოლო
ხერხემალი მუქი ფერის ბეწვით აქვს დაფარული (მუქი ყავისფერი).

ეს მტაცებელი ძირითადად ცხოვრობს მიწაზე, თუმცა, ხშირად დაძვრება ხეებზე, სადაც ნადირობს ლემურზე, რომელიც მისი საყვარელი საკვებია. ფოსა თავის მსხვერპლს კისერზე კბენითა და წინა თათების დახმარებით კლავს. ეს ცხოველი მცირე ზომის ძუძუმწოვრების გარდა, იკვებება ფრინველებით, რეპტილიებითა და მწერებით. ფოსა ნადირობს მთელი ღამის განმავლობაში, ხოლო დღე ბუნაგში იმალება. ხეზე ასვლისას იყენებს არა მარტო თათებს, არამედ კუდსაც. ცხოველს საკმაოდ თავისუფლად შეუძლია ერთი ხის ტოტიდან მეორეზე ხტომა.

Zooclub

ფოსას ხმა შეიძლება მივამსგავსოთ გაღიზიანებული კატის კნავილს, ხოლო ახალშობილი ცხოველის ხმა კატის კრუტუნს მოგაგონებთ.

Zooclub

ისინი მარტოხელა ცხოვრების წესით გამოირჩევიან. გამრავლების პერიოდი უწევს სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში, ამ დროს ძუ ფოსა 3-4 ხვადის ყურადღებას იპყრობს. შეჯვარების პერიოდში ეს მტაცებელი კარგავს სიფრთხილის განცდას და ხდება მეტად აგრესიული. ფოსას მაკეობა 3 თვე გრძელდება, ის შობს 2-4 ნაშიერს. ძუ ფოსა მარტო უვლის თავის ახალშობილებს, ის 4 თვემდე კვებავს მათ რძით, იმისდა მიუხედავად, რომ პატარები ამ ასაკში უკვე ხორცითაც იკვებებიან. 20 თვის შემდეგ იგი ტოვებს თავისი მშობლის სამყოფელს და განაგრძობს მარტო ცხოვრებას, თუმცა,  ეს ცხოველი 4 წლიდან ითვლება ზრდასრულად.

Zooclub

ფოსას სიცოცხლის ხანგრძლივობა 15-20 წელია. ამ ცხოველს მადაგასკარის კუნძულზე ადამიანის გარდა, სხვა მტერი არ ჰყავს. ადამიანები ნადირობენ მასზე, ამიტომ ფოსას რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია.

ფოსა წითელ წიგნშია შეყვანილი, როგორც გადაშენების პირას მყოფი ცხოველი. ბოლო მონაცემებით, ამ მტაცებლის მხოლოდ  2500 ინდივიდია შემროჩენილი, ამიტომ მასზე ნადირობა და მისი მოკვლა სასტიკად აკრძალულია.

ასევე იხილეთ:

ყველაზე ძვირადღირებული ყავა მსოფლიოში

ყველაზე ასაკოვანი კატა ორი სახით

ავსტრალიაში დაიჭირეს უძველესი სახეობის ზვიგენი, რომელსაც 300 კბილი აქვს

qqqq
რეპტაილების მაგივრად ქვეწარმავლები რომ იხმაროტ უკეტესი არ იქნებოდააა ????
maiko
კატის და ძაღლის ნაჯვარს გავს :D
rkd
"ფოსას ფეხმძიმობა გრძელდება 3 თვე..." ცხოველის შემთხვევაში ქარფთულად სწორი არის "მაკე" ანუ "ფოსას მაკეობა გრძელდება 3 თვე..."
liza
ვაკოცებდი ცხვირზე:)
nana
რა ლამაზები არიან მიყვარს ყველა კატისებრი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?