იშვიათი შემთხვევა - ყველაზე ასაკოვანი კატა ორი სახით (+ფოტო & ვიდეო)
იშვიათი შემთხვევა - ყველაზე ასაკოვანი კატა ორი სახით (+ფოტო & ვიდეო)
ორსახიან კატას ორი სახელი აქვს - ფრენკი და ლუი. იგი წარმოუდგენელი და იშვიათი შემთხვევაა!

საქმე იმაშია, რომ კატას, რომელიც მასაჩუსეტსის შტატში (აშშ) ცხოვრობს, არა მხოლოდ ორი სახელი, არამედ ორი თავიც აქვს. ფრენკსსა და ლუისს უიშვიათესი დაავადება, დიპროზოპი აქვს. ცხოველები, რომლებსაც ასეთი დიაგნოზი დაუსვეს, 2-3 დღეზე მეტი ვერ ცოცხლობენ.



ფრენკისა და ლუისის ყოფილი პატრონი დიდად არ ზრუნავდა ამ საოცარი კატის სიცოცხლეზე, ამიტომ კატა ადგილობრივ ვეტკლინიკაში დასაძინებლად მიიყვანა.ბუნების ეს საოცრება ერთ-ერთმა მედდამ შეამჩნია და მაშინვე შეუყვარდა. გულისხმიერმა მარტიმ არაჩვეულებრივი პატარა სახლში წაიყვანა და მასზე ზრუნვა დაიწყო.

საოცარია,
მაგრამ ფრენკი და ლუი ჯერ კიდევ 2011 წელს გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ამ ავადმყოფობით
დაავადებული ყველაზე ხნიერი კატა. იმ დროისთვის, იგი უკვე 12 წლის იყო!

ახლა ეს ხნიერი ჯანმრთელი კატა ტკბილად ცხოვრობს. ამ ორსახოვან კატას ორი პირი, ორი ცხვირი და ორი თვალი აქვს. მიუხედავად ორი სახისა, კატას ერთი ტვინი აქვს. საინტერესოა, რომ ორივე თავი მომხდარზე სინქრონულად რეაგირებს. თუმცა, ფრენკი და ლუი მხოლოდ ერთი პირით ჭამს, ძირითადად ფრენკის მხარეს და ჭამს ის ერთდროულად ორივესთვის.

მარტის თქმით, ადამიანებს, რომლებიც პირველად ხედავენ ორთავა საოცრებას, საშინელი რეაქცია აქვთ. მაგრამ ეს დროებითია, რადგან ფრენკი და ლუი ძალიან კეთილი და ალერსიანი კატაა. მას უცნაური ხასიათი აქვს - უყვარს მანქანით სიარული, საბელით სეირნობა და გემრიელად ჭამა.
მარტის მყუდრო სახლში ფრენკისთან და ლუისთან ერთად, კიდევ ერთი ჯანმრთელი კატა, თუთიყუში და ძაღლი ცხოვრობენ. ყველა ცხოველი ერთმანეთს მშვენივრად უგებს და სახლში კეთილი და მხიარული ატმოსფეროა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო
mzia
ზალიან მხიარული და საკვარელი ფისოა , კარგადაწ ტამაცჰობს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?