ბიოლოგებმა მადაგასკარზე მინიატურული ლემურის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
ბიოლოგებმა მადაგასკარზე მინიატურული ლემურის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
ამ დრომდე მეცნიერებისთვის უცნობი ლემურის სახეობა ამერიკელმა სპეციალისტებმა მადაგასკარში აღმოაჩინეს. ცხოველს ცნობილი პრიმატოლოგის საპატივცემულოდ მისი სახელი დაარქვეს.

ახალ სახეობას Cheirogaleus grovesi-ი (მინიატურული გროვესი) უწოდეს. ავსტრალიელმა მეცნიერმა პოლინ გროვესმა თავისი ცხოვრება პრიმატების კვლევას მიუძღვნა, მათ შორის - ლემურების. 

ნახევრად მაიმუნის სხეულის სიგრძე, სულ რაღაც 17 სმ-ია. ამასთან ერთად, ცხოველის კუდი 28 სმ-ს აღწევს. არსებული სახეობა, გარდა რამდენიმე თვისებისა, თავისი ნათესავებისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. 

სპეციალისტების ინფორმაციით, მინიატურული ლემურები მადაგასკარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობენ.

Zooclub

ზოოლოგები მიიჩნევენ, რომ ლემურების გრძელვადიანმა შესწავლამ, შესაძლოა, ისინი მიიყვანოს მოულოდნელ აღმოჩენამდე. Global Wildlife Conservation-ის
სპეციალისტების თქმით, მადაგასკარზე შესაძლოა, კიდევ აღმოჩნდეს ლემურების რამდენიმე ათეული
ქვე სახეობა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ აღმოჩენილი ქვე სახეობების უმეტესობა გადაშენების პირას მყოფ ცხოველების რიგს მიეკუთვნებიან.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?