სიძულვილის მსხვერპლი "სიყვარულის ქალაქში"! - სიღნაღში ქალბატონს ქუჩის ძაღლის დაცვის გამო სასტიკად გაუსწორდნენ (+ვიდეო)
მარიამობას ქალაქ სიღნაღში, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, ადგილობრივ 42 წლის ქალბატონს - მატილდა მირზოევს თბილისელი 21-22 წლის ახალგაზრდა სასტიკად გაუსწორდა.
მომხდარის დეტალები მატილდას ოჯახის ახლობელმა - თამარ საგინაშვილმა გაგვაცნო: ახალგაზრდის აღშფოთება ქალბატონის მიერ საკუთარი ძაღლის მიმართ მზრუნველობამ გამოიწვია. სიტყვიერი შეურაცხყოფა მალევე გადაიზარდა ფიზიკურში. ჩხუბს ბევრი თვითმხილველიც ჰყავდა, თუმცა, ქალბატონის დაცვა 11 წლის ვაჟის გარდა არავის უცდია.
პოლიციაც თავად მატილდას გამოუძახებია. აგრესორი ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მისი ვინაობა ცნობილია.

მატილდა მირზოევი პოლიციისა და ექიმების მხრიდან ზეწოლისა და არასათანადო მოპყრობის ფატქებს აღნიშნავს. მას რაიმე
სამედიცინო კვლევა აქამდე არ ჩატარებია, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე მდგომარეობაშია. ამჟამად ქალბატონი ძლიერი თავის ტკივილის,
პირღებინებისა და ზოგადი სისუსტის ჩივილებით სასწრაფომ წნორის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მკურნალობის ხარჯების 50%-ის დაფარვა თავადვე უწევს.

ამ ფაქტმა აღშფოთება გამოიწვია ცხოველთა მოყვარულ საზოგადოებაში, სადაც მატილდა თავისი კეთილი საქმეებით არის განთქმული.

„მომხდარი შედეგია იმ დაუსჯელობის სინდრომისა, რომელიც ზოგადად ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ცხოველთა დაცვის კუთხით, მძვინვარებს“, - აცხადებენ ისინი.

ქალბატონის ფიზიკური დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ეჭვმიტანილი გ.ნ. დაკითხა.


ZooClub.ge მოვლენების განვითარებას აუცილებლად მიადევნებს თვალს და მკითხველს ოპერატიულად მიეწოდება სიახლეები.

Zooclub

ნატალია სლეპაკოვა სპეციალურად ZooClub.ge-სთვის
მიშა-s
სიღნაღის მუნიციპალიტეტს მოსთხოვეთ რომ თავშესაფარი გააკეთოს ძაღლების. თქვენი უტრაკო კაცები კი ქალს სცემენ (ან არ უშლიან ხელს ქალის ცემას) მარტო იმიტომ, რომ ქუჩის ძარლებს აჭმევს. აი რომ არ აჭმევდეს მაშინ დაგჭამდნენ რომ იცოდეთ ეგ ძაღლები! გამგებელს რომ ცალ ფეხზე კიდიხართ და არც ადამიანებს გიცავთ (რადგან მაგათი ბრალია თავშესაფარი რომ არ არის სწორედ და ვინც იკბინება - სწორედ თავშესაფრის არქონის შედეგია) და არც ძაღლებს - ქალის ცემით იჯერებთ ხოლმე გულს? აბა თქვენ ხართ უტვინოები
მიშა
ვისაც გული შეგტკივატ წაიყვანეთ ეგ ძაღლები სახლში და მოუარეთ, ძაღლების უფლებებს რომ იცავთ ვისაც ისინი კბენენ იმათ უფლებებს ვინ დაიცავს?
CarTet -v
მა. შამაასკდნენ ტუტუცები ეგენი. ისე მართლა იმბეცილი უნდა იყო ქალს რო ცემს ის კაცი დაიცვა. მაგის მთქმელს დიდი ჯვარი ეკეთება გულზე, წირვაზეც ივლის და იგალობებს ბასაც. კახურათ და ალალად კი შეიმგინებიხართ და რაც ამ ქალზე თქვიათ ტყუილი ოხრად მოგეცეთ ყვერებოოო.
CarTet
ვინმემ აქ ჩართეთ რა ფეისბუქკომენტარები. იმ მატილდას აქ მგონი სიღნაღიდან 1-2 კაცი შეესია და სხვადასხვა სახელით ლანძღავს, რომ გამოვიდეს, ვითომ ბევრნი არიან ეგეთი უტვინოები. გამოჩნდებოდა მაინც რა გახდა :((((( ასე მგონია ეგ რომ ჩართონ არავინ აღარ დაწერს რადგან ფეისბუქში ჩანს ეგრევე ვინ წერს. ერთი ელიზბარაშვილი წერდა ფეისბუქზე უტვინო კომენტარს და აღმოჩნდა, რომ ორგანოებში მუშაობდა და თან სიღნაღელი იყო. ”ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევდა” და რა თქმა უნდა ტყუილებით დაუდგებოდა იქაურ უმოქმედო პოლიციას გვერდში. ერთნაირი მუწუკები არიან. ჯობია გამოჩნდეს ვინ ვინ არის ფეისბუქკომენტარებით.
777
მე მიყვარს ცხოველები.უპატრონო ცხოველი ავადმყოფი შევიფარე და გამოვაჯანმრთელე.ის დღეს ჩემი ოჯახის წევრია.ძაღლი ბევრ ადამიანს ჯობია თავისი სიკეთით და ერთგულებით.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?