მატილდა მირზოევის საქმეზე ბრალდებულს 2000 ლარი დაეკისრა
მატილდა მირზოევის საქმეზე ბრალდებულს 2000 ლარი დაეკისრა
ა. წ. 30 ოქტომბერს, მატილდა მირზოევის საქმეზე, სსკ-ის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ბრალდებულ გიორგი ნადირაძეს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 2000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. მხარეებს უფლება აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი თვის ვადაში გაასაჩივრონ.

ბრალდებულმა ადვოკატის მომსახურებით არ ისარგებლა და დასკვნით სიტყვაზეც უარი თქვა. მან ბრალი სრულად აღიარა და მოტივად მხოლოდ მდგომარეობიდან გამოსვლა დაასახელა.
მატილდას საგულშემატკივროდ სიღნაღში ჩასული ცხოველთა მოყვარულები აღნიშნავენ, რომ 22 წლის ახალგაზრდა სხდომის წინ გამომწვევად იქცეოდა, კერძოდ, მან მატილდას პოინტერს, რომელიც შემთხვევით
ფეხში მოედო, მათ თვალწინ შეაგინა, ხოლო სხდომის შემდეგ მატილდას დედას დამამცირებელი ჟესტით მიმართა.

ცხოველთა დამცველი,
ორგანიზაცია „ჰუმანიმალის“ წამომადგენელი სოფო ჯიბუტი აღნიშნავს, რომ ცხოველთა მეპატრონეებისა და მიმკედლებლების მიმართ აგრესიის გამოვლინების შემთხვევებმა კიდევ უფრო იმატა მოვლა-პატრონობის წესის შემოღებისა და გავრცელების შემდეგ, რადგან მოსახლეობის აგრესიული ნაწილი მის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს და ძაღლებისგან ქუჩების განთავისუფლებას მოითხოვს. მისი აზრით, პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა მოსახლეობასთან მეტი მუშაობა, სწორი ინფორმაციის მიწოდება, სადაც აკრძალვებთან ერთად, ცხოველთა უფლებებსაც გაესმევა ხაზი.

ნატალია სლეპაკოვა სპეციალურად ZooClub.ge-სთვის.

ასევე იხილეთ:

სიძულვილის მსხვერპლი "სიყვარულის ქალაქში"! - სიღნაღში ქალბატონს ქუჩის ძაღლის დაცვის გამო სასტიკად გაუსწორდნენ

სიღნაღში მატილდა მირზოევის ცემის ფაქტზე ბრალდებულმა დანაშაული აღიარა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?