სიღნაღში მატილდა მირზოევის ცემის ფაქტზე ბრალდებულმა დანაშაული აღიარა
სიღნაღში მატილდა მირზოევის ცემის ფაქტზე ბრალდებულმა დანაშაული აღიარა
გუშინ, 20 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში მატილდა მირზოევას ცემის ფაქტთან დაკავშირებით პირველი სხდომა ჩატარდა.

როგორც ცნობილია, ა.წ. 28 აგვისტოს ქალაქ სიღნაღში, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, ადგილობრივ 42 წლის ქალბატონს - მატილდა მირზოევს თბილისელი 22 წლის ახალგაზრდა სასტიკად გაუსწორდა.

სხდომის დროს ბრალდებულმა გ.ნ.-მ ადვოკატის მომსახურებაზე უარი თქვა და დანაშაული აღიარა.

დაზარალებულის ინტერესებს იცავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია).

მატილდა მირზოევის ცემის ფაქტზე  სიღნაღის რაიონულ სასამართლოში შემდეგი სხდომა 30 ოქტომბერს, 16:00 ჩატარდება.


სიღნაღის კოლორიტი ქალბატონი, მატილდა მირზოევი, უკვე მრავალი წელია, საკუთარი სახსრებითა და
ძალებით უვლის მიუსაფარ ცხოველებს. მას ამ კეთილშობილურ საქმეში მხოლოდ შვილები, ასაკოვანი დედა და თითო-ოროლა მეგობარი
თუ ეხმარება. სამაგიეროდ, ბევრი გამკიცხავი ჰყავს; ბევრია ისეთი, ვისთვისაც ცხოველი მხოლოდ საფრთხე, საშიშროება და სიბინძურეა.

შეურაცხყოფა! დამცირება! შევიწროება! რამდენჯერ მოუწამლეს სიმწრით გადარჩენილი ცხოველი! საკუთარი ხელითაც კი გააშვებინეს ნაგავსაყრელზე, ოღონდ სიკვდილს გადაერჩინა! ყველას ცრემლი, ტკივილი, ყველას საფლავი ახსოვს... ხვალ კი კვლავ მიუგდებენ დაწუნებულს, ავადმყოფს, გაუბედურებულს... ხვალ კი ყველას, ვისაც საკუთარი ცხოველი ეზედმეტა, მატილდას სახლს მიასწავლიან... რომ მერე ისევ გაკიცხონ, გალანძღონ და მაწანწალა ძაღლების სიყვარულის გამო გიჟად შერაცხონ.

თითქოს ეს არ კმაროდა და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ცხვირის მოტეხილობა და ტვინის შერყევა ის ტრავმებია, რომლებიც მატილდას თბილისიდან ბებია-ბაბუასთან სტუმრად ჩასულმა 22 წლის მამაკაცმა მიაყენა. კონფლიქტი კი 17 წლის დასნებოვნებული ნაგაზის გამო მოხდა. ნაგაზის, რომელიც დახმარების გარეშე ფეხზე ვეღარ დგება და რომელიც იმდენად დაჩაჩანაკებულია, რომ თავისი სათაყვანებელი პატრონიც კი ვერ დაიცვა.

„ოღონდ ეს კარგად იყოს და კიდევ ერთ ცემას ავიტან,“ - წამოცდა მატილდას.

ალბათ, ეს არის, რასაც ვერ პატიობენ ამ დიდი გულის ქალბატონს. მას ხომ ამ დავარდნილი ძაღლის მიმართ იმდენი სიყვარული აქვს, რამდენიც ზოგიერთს ცხოვრებაში არ ღირსებია.



აქვე გაეცანით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 120. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.




ნატალია სლეპაკოვა სპეციალურად ZooClub.ge-სთვის


აქვე იხილთ: ”სიძულვილის მსხვერპლი "სიყვარულის ქალაქში"! - სიღნაღში ქალბატონს ქუჩის ძაღლის დაცვის გამო სასტიკად გაუსწორდნენ”
manana
ქალბატონ მატილდას დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ,კეტილო ქალბატონო,თქვენ სამოთხე გარანტირებული გაქვთ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?