სიძულვილის მსხვერპლი "სიყვარულის ქალაქში"! - სიღნაღში ქალბატონს ქუჩის ძაღლის დაცვის გამო სასტიკად გაუსწორდნენ (+ვიდეო)
მარიამობას ქალაქ სიღნაღში, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, ადგილობრივ 42 წლის ქალბატონს - მატილდა მირზოევს თბილისელი 21-22 წლის ახალგაზრდა სასტიკად გაუსწორდა.
მომხდარის დეტალები მატილდას ოჯახის ახლობელმა - თამარ საგინაშვილმა გაგვაცნო: ახალგაზრდის აღშფოთება ქალბატონის მიერ საკუთარი ძაღლის მიმართ მზრუნველობამ გამოიწვია. სიტყვიერი შეურაცხყოფა მალევე გადაიზარდა ფიზიკურში. ჩხუბს ბევრი თვითმხილველიც ჰყავდა, თუმცა, ქალბატონის დაცვა 11 წლის ვაჟის გარდა არავის უცდია.
პოლიციაც თავად მატილდას გამოუძახებია. აგრესორი ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მისი ვინაობა ცნობილია.

მატილდა მირზოევი პოლიციისა და ექიმების მხრიდან ზეწოლისა და არასათანადო მოპყრობის ფატქებს აღნიშნავს. მას რაიმე
სამედიცინო კვლევა აქამდე არ ჩატარებია, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე მდგომარეობაშია. ამჟამად ქალბატონი ძლიერი თავის ტკივილის,
პირღებინებისა და ზოგადი სისუსტის ჩივილებით სასწრაფომ წნორის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მკურნალობის ხარჯების 50%-ის დაფარვა თავადვე უწევს.

ამ ფაქტმა აღშფოთება გამოიწვია ცხოველთა მოყვარულ საზოგადოებაში, სადაც მატილდა თავისი კეთილი საქმეებით არის განთქმული.

„მომხდარი შედეგია იმ დაუსჯელობის სინდრომისა, რომელიც ზოგადად ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ცხოველთა დაცვის კუთხით, მძვინვარებს“, - აცხადებენ ისინი.

ქალბატონის ფიზიკური დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ეჭვმიტანილი გ.ნ. დაკითხა.


ZooClub.ge მოვლენების განვითარებას აუცილებლად მიადევნებს თვალს და მკითხველს ოპერატიულად მიეწოდება სიახლეები.

Zooclub

ნატალია სლეპაკოვა სპეციალურად ZooClub.ge-სთვის
me
არასწორად და არასრულად ვრცელდება, თავშესაფარი თუ აქვს ყავდეს სადმე წყნარად, შუა პარკში დარბიან ამდენი ძაღლები და კატები უპატრონოდ, ეგ არის თავშესაფარი?ვერ გაივლი ნორმალურად. დაეკიდა ძაღლი ადამიანს და ბიჭმა ძაღლს შეაგინა
bebe
ბოდიში, მაგრამ არ იქნებოდა ურიგო იმ ბიჭის სტერილიზაცია, რადგანაც თავისნაირ არაკაცებს გაამრავლებს.
mananaaxla
ახლა ძაღლს ცხოველი დაუძახე დაიმ 21 წლის ბიჭს ადამიანი,იმ ბიჭს ოჯახიც ასეთი არაადამიანები ეყოლება, ქალბატონ მატილდას გამოჯამრთელებას ვუსურვებ,აი, იმ ბიჭმა ვერ მიაღწიოს მატილდას ასაკს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?