სიძულვილის მსხვერპლი "სიყვარულის ქალაქში"! - სიღნაღში ქალბატონს ქუჩის ძაღლის დაცვის გამო სასტიკად გაუსწორდნენ (+ვიდეო)
მარიამობას ქალაქ სიღნაღში, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, ადგილობრივ 42 წლის ქალბატონს - მატილდა მირზოევს თბილისელი 21-22 წლის ახალგაზრდა სასტიკად გაუსწორდა.
მომხდარის დეტალები მატილდას ოჯახის ახლობელმა - თამარ საგინაშვილმა გაგვაცნო: ახალგაზრდის აღშფოთება ქალბატონის მიერ საკუთარი ძაღლის მიმართ მზრუნველობამ გამოიწვია. სიტყვიერი შეურაცხყოფა მალევე გადაიზარდა ფიზიკურში. ჩხუბს ბევრი თვითმხილველიც ჰყავდა, თუმცა, ქალბატონის დაცვა 11 წლის ვაჟის გარდა არავის უცდია.
პოლიციაც თავად მატილდას გამოუძახებია. აგრესორი ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მისი ვინაობა ცნობილია.

მატილდა მირზოევი პოლიციისა და ექიმების მხრიდან ზეწოლისა და არასათანადო მოპყრობის ფატქებს აღნიშნავს. მას რაიმე
სამედიცინო კვლევა აქამდე არ ჩატარებია, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე მდგომარეობაშია. ამჟამად ქალბატონი ძლიერი თავის ტკივილის,
პირღებინებისა და ზოგადი სისუსტის ჩივილებით სასწრაფომ წნორის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მკურნალობის ხარჯების 50%-ის დაფარვა თავადვე უწევს.

ამ ფაქტმა აღშფოთება გამოიწვია ცხოველთა მოყვარულ საზოგადოებაში, სადაც მატილდა თავისი კეთილი საქმეებით არის განთქმული.

„მომხდარი შედეგია იმ დაუსჯელობის სინდრომისა, რომელიც ზოგადად ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ცხოველთა დაცვის კუთხით, მძვინვარებს“, - აცხადებენ ისინი.

ქალბატონის ფიზიკური დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ეჭვმიტანილი გ.ნ. დაკითხა.


ZooClub.ge მოვლენების განვითარებას აუცილებლად მიადევნებს თვალს და მკითხველს ოპერატიულად მიეწოდება სიახლეები.

Zooclub

ნატალია სლეპაკოვა სპეციალურად ZooClub.ge-სთვის
სასმართლოს პირველი სხდომა ჩატარდა
აგერ - აღიარა დანაშაული: https://www.zooclub.ge/zuu/siakhleebi/4743-sighnaghshi-matilda-mirzoevis-cemis-faqtze-braldebulma-danashauli-aghiara.html
manana
მოვითხოვთ,დაიჭირონ და მკაცრად დასაჯონ ის კრიმინალი ახალგაზრდა,სამწუხაროა,სიღნაღის პოლიცია არაფერს არ აკეთებს,
Geno
სიღნაღის პოლიციამ კიდევ ერთხელ ისახელა თავი უვიცობით და არაკომპეტენტურობით (ადრე ის ფაქტი მახსოვს კაფეში რომ ვიღაცა გაბლატავებული პოლიციელი ტურისტებს დაერია და სიღნაღელი პოლიციელები არ ჩარეულან ამ უმსგავსობის აღსაკვეთად). ის არაკაცი კი ვინც საწყალი ქალი ასე უმოწყალოდ ცემა სხვა ნაძირალებისათვის სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს.
ADMIN
გვინდა გაცნობოთ, რომ ქალბატონი მატილდას საქმეს საიამ მოკიდა ხელი. ხოლო საქმე, იმის გამო, რომ სახის ძვლები დამტვრეულია - იმედი გვაქვს, უკვე აღარ იქნება წვრილმანი ხულიგნობა, არამედ მიეცემა სისხლის სამართლის დანაშაულის სტატუსი. აუცილებლად შეგატყობინებთ ქალბატონ მატილდაც ცემის ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს.
მიშავ
ძაღლების და იმ ადამიანების უფლებებს, ვისაც მშიერი ძარლები კბენენ თქვენი გამგებელი უნდა იცავდეს ზუსტად. მოითხოვეთ თავშესაფრის გაკეთება მანდ, სადაც გაასტერილებენ ძაღლებს, აცრიან და ამდენი ძაღლი აღარ იქნება! სხვა კომენტარებში საკმაო პასუხები გაგცეს ასეთი ტვინის წყობის ხალხს. გამგებელს შეუნთეთ რომ თავშესაფარი გააკეთოს! და კიდევ - კაცობას გაუფრთხილდით, რომელსაც ქალისთვის თითო შემორტყმაზე კარგავთ სამუდამოდ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?