ხორვატიაში ბეწვის გამო ფუმფულა ცხოველების სპეციალურ ფერმებში გამრავლება აიკრძალა
ხორვატიაში ბეწვის გამო ფუმფულა ცხოველების სპეციალურ ფერმებში  გამრავლება აიკრძალა
ხორვატიაში ბეწვის ქურქების დასამზადებლად ფუმფულა ცხოველების ფერმებში გამრავლება 2017 წლის 1 იანვრიდან აიკრძალა. გადაწყვეტილება საზოგადოებრივი და ცხოველთა დამცველების აზრის გათვალისწინებით,ადგილობრივმა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო. 

"ესაა ათ-წლიანი ბრძოლის შედეგი, სადაც ხორვატიის მცხოვრებლები, ექსპერტები და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები იბრძოდნენ ბეწვის ფერმების მფლობელთა წინააღმდეგ", - წერს ადგილობრივი ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია Prijatelji Zivotinja-ი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს აკრძალვა ერთ-ერთი ნაწილია 2006 წელს მიღებული ცხოველთა დაცვის კანონისა, ბეწვის ფერმერების უმეტესობა 10 წლის მანძილზე ისევ აგრძელებდა საქმიანობას და კვლავ  წარმატებით ამრავლებდა შინშილას ქურქების დამზადების მიზნით. 

ხორვატული ბიზნესმენების
პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლებამ, 2017 წლის დასაწყისში, შინშილას გამრავლება მისი ბეწვის გამოყენების მიზნით მაინც აკრძალა.

ასევე
იხილეთ:

პოლონეთის 3 უდიდეს ქალაქში საცირკო წარმოდგენებში ცხოველთა მონაწილეობა აიკრძალება

მადრიდში ძაღლის მიტოვებისთვის პატრონი 30 ათას ევროს გადაიხდის

ბიჭმა ბეწვის ფერმაში იყიდა მელია, რომელიც სიკვდილისთვის იყო განწირული
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?