მადრიდში ძაღლის მიტოვებისთვის პატრონი 30 ათას ევროს გადაიხდის
მადრიდში  ძაღლის მიტოვებისთვის პატრონი 30 ათას ევროს გადაიხდის
მადრიდის ხელისუფლებამ დადებითად მიიღო ინიციატივა, რომელიც მიტოვებული ძაღლის მფლობელებს სოლიდური ჯარიმის გადახდას აკისრებს. ცხოველთა დაცვის კანონში შეიტანეს  ცვლილება, რის თანახმადაც, ძაღლის პატრონს ეკისრება 30 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა, თუ ძაღლს სახლიდან გააგდებს. 

გარდა ამისა, თავშესაფრებს ეკრძალებათ უპატრონო ძაღლის ევთანაზია, თუ ეს უკანასკნელი ახალ პატრონს ვერ იპოვის.

ესპანეთი პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც ძაღლის მიტოვებისთვის სოლიდური ჯარიმა დააწესა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველ წელს მკაცრდება კანონი, რომელიც ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას კრძალავს. მათ შორის ავსტრალია ლიდერობს, სადაც მიტოვებულ შინაურ ბინადარზე პატრონს 5 წლამდე
თავისუფლების აღკვეთა და 100 ათასი ავსტრალიური დოლარის გადახდა ეკისრება.

ასევე იხილეთ:

რა დაუჯდებათ ცხოველის ყოლა
თბილისელებს და რა წერია კანონში, რომელიც დედაქალაქს ფეკალიებისგან "გაწმენდს"


თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც შინაური ცხოველი დარეგისტრირებული არ ჰყავთ, დაჯარიმდებდიან

ერთი წელი ციხეში - ცხოველის მიტოვების გამო
დაზმირი
ჩუმად მოკლავენ ეგ ნაღდად არაა პრობლემა და ახალი ხალხი აღარ იყიდიან არასდროს ძაღლებს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?