დაჩრდილული ვერცხლისფერი
დაჩრდილული ვერცხლისფერი

მართალია, უცებ ვერ შეამჩნევთ, მაგრამ დაჩრდილული ვერცხლისფერი გარკვეულწილად სპარსულ შინშილას ჰგავს. ბეწვი დაჩრდილული ვერცხლისფრის შემთხვევაშიც ტიპირებულია, მაგრამ თითოეული ბალნის სიგრძის თითქმის მეოთხედი, წვერის ჩათვლით, შედარებით მუქად არის შეღებილი.




ისტორია

ამ კატების წინაპარი სანაშენე ვერცხლისფერი ტაბი იყო, რომელსაც ნახატი ნაკლებად ეტყობოდა. იგი კვამლისფერ კატებთან შეაჯვარეს. პირველ ხანებში შინშილასაც და დაჩრდილულ ვერცხლისფერსაც ნარინჯისფერი თვალები ჰქონდათ. მწვანე თვალები, რაც დღეს ხშირია ასეთ კატებში, დეფექტად ითვლებოდა. გრძელ ბეწვზე ტაბი ნახატი ვერ იკვეთება, თუმცა გრძელბეწვიან დაჩრდილულ ვერცხლისფერ კატებს დაბადებისას მოკლე ბეწვი აქვთ და ტაბი ნიშნებიც
ეტყობათ. ტაბი ნახატი იქ იკვეთება, სადაც ბეწვი მოკლეა, მაგალითად, ფეხებზე

სახესხვაობები

ყველაზე გავრცელებულია ვერცხლისფერი ფორმები
– დაჩრდილული და შინშილა, მაგრამ არსებობს ამავე ტიპის ფერადი სახესხვაობებიც. მათ ძალიან ჰგვანან ცისფერი (იგივე ბაცი ვერცხლისფერი) თანამოძმეები. ამ ორი ფერის გარჩევა ზრდასრულ კატებში ბუნდოვანი პიგმენტაციის გამო ძნელია. შოკოლადისფერი და ღია შეფერილობის ფორმები გამოჰყავთ. აღწერილია კრემისფერი ტიპირების შემთხვევებიც, რომელთაგან ძალზე შთამბეჭდავია დაჩრდილული კრემისფერი, რადგან ფერთა მეტი კონტრასტულობით გამოირჩევა.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?