3 ლეკვი, რომლებიც პატრონს ბელგიური ნაგაზი ეგონა, სრულიად განსხვავებული ცხოველები აღმოჩნდნენ
3 ლეკვი, რომლებიც პატრონს ბელგიური ნაგაზი ეგონა, სრულიად განსხვავებული ცხოველები აღმოჩნდნენ
დაახლოებით ერთი თვის წინ, ხორვატიის ცხოველთა თავშესაფრის "ფაუნ ქუთინას" კართან, ხუთი გაურკვეველი ჯიშის ლეკვი ყუთით დატოვეს. ცხოველები საშინელ მდგომარეობაში იყვნენ, ამიტომ თავშესაფრის თანამშრომლებმა მხოლოდ სამი მათგანის გადარჩენა შეძლეს.

სამივე ლეკვი მარიამ სახლში წაიყვანა, რადგან ის დაარწმუნეს, რომ ლეკვები ბელგიური ნიგაზის ნაშიერები იყვენენ.

გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც მარიამ სოციალურ ქსელში თავისი შინაური ბინადრების ფოტოების განთავსება დაიწყო, ინტერნეტ მომხმარებლებმა მას ურჩიეს, ზუსტი ჯიშის დასადგენად, ვეტერინარისთვის მიემართა.

როგორც გაირკვა, ლეკვები არა ნაგაზის, არამედ ტურას ნაშიერები აღმოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქალს სპეციალისტები არწმუნებდნენ, ტურები ზოოპარკისთვის
გადაეცა, იგი ცხოველებს იმდენად შეეჩვია, რომ მათი სახლში დატოვება და გარეულ არსებებზე ზრუნვა არჩია.

Zooclub

Zooclub

ის
პირველი ხორვატი ქალია, რომელმაც ველური ტურების შინაურ ბინადრებად გაზრდა გადაწყვიტა.

ასევე იხილეთ:

მამაკაცს 2 წლის განმავლობაში ეგონა, რომ სახლში ძაღლები ჰყავდა, თუმცა ისინი გარეული ცხოველები აღმოჩდნენ

მამაკაცმა გადაარჩინა პატარა არსება, თუმცა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ცხოველი იყო

მათ ეგონათ, რომ თავშესაფარში ძაღლი მიიყვანეს, თუმცა, ის ძაღლი არ აღმოჩნდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?