საქართველოში 4 აპრილს ცხოველთა დაცვის დღე აღინიშნება
 საქართველოში 4 აპრილს ცხოველთა დაცვის დღე აღინიშნება
2011 წლის 4 აპრილიდან, მსოფლიოში ყოველწლიურად უპატრონო ცხოველთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. აქციაზე ის ადამიანები იკრიბებიან, რომლებიც თავიანთი სახსრებით მიუსაფარი ცხოველების დახმარებას ცდილობენ.

ისინი ხშირად მკურნალობენ, კვებავენ ცხოველებს და იცავენ მათ უფლებებს. უმეტეს ნაწილს სახლში ქუჩიდან აყვანილი ცხოველი ჰყავს.

იმის გასაგებად, თუ რა ღონისძიებები იგეგმება 4 აპრილს საქართველოში, zooclub.ge რამდენიმე ცხოველთა დამცველს დაუკავშირდა.


თბილისი -ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი - 14:00 საათზე, მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველების მოყვარული საზოგადოება შეიკრიბება, მოეწყობა ლეკვების გაჩუქება.  მსურველებს ეს დღე თავშესაფრის ბინადრებთან ერთად შეუძლიათ გაატარონ. გაასეირნონ ისინი, მიიღონ და გასცენ სითბო.

სოფო ჯიბუტი
:
"4 აპრილი არის უსახლკარო ცხოველთა დაცვის დღე, ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება სხვადასხვა ორგანიზაციის
მიერ. წელს პირველად, რამდენიმე ორგანიზაცია გაერთიანდა ერთი და მთავარი მიზეზის გამო, რასაც მივესალმებით და გვახარებს. ეს მიზეზი გახლავთ, მონიტორინგის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დადგენილების პროექტი, რომელიც გულისხმობს უპატრონო ცხოველების მასიურ ეუთანაზიას და ასევე ზღუდავს ცხოველთა მეპატრონეების უფლებებს. აღარ ჩამოვყვები იმ ვრცელ სიას, რასაც არ ვეთანხმებით.
ჩვენდა სამწუხაროდ, სააგენტო, სხვადასხვა ძალებით და ადამიანთა ჯგუფის მეშვეობით ცდილობს შეუშალოს ხელი ჩვენს მიერ დაგეგმილ აქციას და ავრცელებინებს ინფორმაციას, თითქოს და აქცია 4 აპრილს იმართება მერიასთან, ეს არის დეზინფორმაცია და ემსახურება 4 აპრილს რუსთაველის მეტროსთან დაგეგმილი აქციის ჩაშლას.
გთხოვთ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ცრუ ინფორმაციას და ყველას გელოდებით 4 აპრილს, 14:00 საათზე, მეტრო "რუსთაველთან"."


გორი - ირმა მთიულიშვილი: "ჩვენ გადავიფიქრეთ გორში აქციის ჩატარება და თბილისში მოვდივართ. ახლა თბილისს ვჭირდებით".

ბათუმი - გულო ფუტკარაძე: "სამწუხაროდ, ხალხის სიმცირისა და უაქტივობის გამო, ბათუმში არანაირი ღონისძიება არ იგეგმება ამ დღესთან დაკავშირებით. პირადად მე თბილისში მივდივარ და ვუერთდები მშვიდობიან აქციას, რომელიც რუსთაველის მეტროსთან გაიმართება."

ქუთაისი - თემურ ლაჭყეპიანი: "ქუთაისში, 4 აპრილს იგეგმება ღონისძიება მიუსაფარ ცხოველთა დღესთან დაკავშირებით, რომლის ორგანიზატორიც ჩვენი ორგანიზაცია, " საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია" იქნება. მთელი საქართველოდან მოწვეულნი იქნებიან მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და შეიქმნება ცხოველთა კონტროლის ეროვნული საბჭო".

ზუგდიდი -თემურ ლაჭყეპიანი - იგეგმება აქიის ჩატარება " საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის" მხარდამჭერების და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.



zooclub.ge საზოგადოებას მოუწოდებს მეტი თანაგრძნობა და მზრუნველობა გამოიჩინონ უპატრონო ცხოველების მიმართ. ისინი ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრები არიან, მაგრამ სამწუხაროდ, მათ ხშირად სასტიკად და არაჰუმანურად ეპყრობიან.


ანი ქარჩავა - სპეციალურად zooclub.ge-თვის.



liza
ყველანი გავიდეთ აქციაზე, ყოველწლიურად ავღნიშნოთ ეს დღე მსვლელობით, მხოლოდ ასე თუ შევცვლით იმ ძველ მენტალიტეტს რომლითაც ცხოველი ბინძურ არსებად ითვლებოდა და ძაღლს ძაღლურად უნდა მოქცეოდი.
ანასტასია ბეჟანიძე
რათქმაუნდა კარგია რომ ასეთი ღონისძიებები ტარდება,მაგრამ ბათუმშიც რომ ყოფილიყო კარგი იქნებოდა. მერე რა რომ ბათუმში ცოტა ხალხია, მათგან უმეტესობას ძალიან უყვარს ცხოველები. იმედია გადაიფიქრებთ და ფესტივალი ჩატარდება ბათუმშიც.
anuki
ძალიან მიხარია როცა ასეთი ღონისძიებები ტარდება საქათველოში მათაც დახმარება ჯირდებათ მე მივდივარ და მგონია რომ კარგი იქნება გირჩევთ ყველას წახვიდეთ ისინი ჩვენი საუკეთესო მეგობრები არიან ხო იცით არააა
ირმა მთიულშვილი
ჩვენ გადავიფიქრეთ გორში აქციის ჩატარება და თბილისში მოვდივართ. ახლა თბილისს ვჭირდებით
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?