4 ოქტომბერს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება
4 ოქტომბერს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება
4 ოქტომბერს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე (World Animal Day) აღინიშნება .

სწორედ ამ დღეს, 1226 წელს დაიღუპა წმინდა ფრანცისკ ასიზელი, რომელმაც დააარსა ორდენი, რომელიც "ჩვენს პატრა ძმებს", ცხოველებს და ფრინველებს იცავდა.

ფრანცისკის მოკრძალებულმა დამოკიდებულება სიცოცხლის ყოველ გამოვლინებაზე, ყველა სულიერის მიმართ, იმან, რომ მას შეეძლო თანაგრძნობა და საკუთარ ტკივილზე მეტად სხვისი ტკივილის განცდა - მისი წმინდანად აღიარება განაპირობა და მისი სახელი ცნობილი გახდა მთელს მსოფლიოში. Zooclub

დღესდღეობით წმინდა ფრანცისკის სახელობის პრემიას ბუნების დაცვის საქმიანობაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის ანიჭებენ.

ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღის აღნიშნვნის
შესახებ გადაწყვეტილება 1931 წელს ფლორენციაში, ბუნების დაცვის მომხრეების საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს.

სხვადასხვა ქვეყნების ცხოველთა დაცვის
საზოგადოებებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ყოველწლიურად აღნიშნონ ეს დღე და მოაწყონ სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება ადამიანებში ყოველი ცოცხალის მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდისკენ.


1986 წელს ევროპის საბჭომ ექსპერიმენტებში მონაწილე ცხოველების დაცვის კონვენცია მიიღო. ხოლო 1987 წელს - კონვენცია შინაურ ცხოველთა დაცვის შესახებ.

არ არის საიდუმლო, რომ მრავალ ქვეყანაში შინაური ცხოველები დიდი ხანია ოჯახის სრულუფლებიან წევრებად ითვლებიან - მათ აქვთ თავისი საკუთარი დღესასწაულები, თავისი სამედიცინო მომსახურება, ყოველი დღის "მენიუ" და ა.შ.

ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღის მიზანია გააერთიანოს ადამიანთა ძალისხმევა ცხოველთა სამყაროს და შინაური ცხოველების უფლებების დასაცავად.

საქართველოში ეს დღე პირველად 2009 წელს "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" მიერ აღინიშნა.

2011 წელს საქართველო ოფიციალურად დარეგისტრირდა იმ ქვეყანათა ნუსხაში, სადაც რეგულარურად აღინიშნება ეს დღე.


მათ ჩვენ ძალიან ვუყვარვართ!
ჩვენ ისინი უნდა დავიცვათ!


Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?