ცხოველთა დაცვის ფედერაცია - თავშესაფრის არარსებობა ცხოველთა დაცვის კუთხით, უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს
ცხოველთა დაცვის ფედერაცია - თავშესაფრის არარსებობა ცხოველთა დაცვის კუთხით, უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს
ქვეყანაში ცხოველთა თავშესაფრის არარსებობა ცხოველთა დაცვის კუთხით, უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. ამის შესახებ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენელმა, თემურ ლაჭყეპიანმა განაცხადა.

დღეს, 11 ნოემბერს ლაჭყეპიანმა  პრესკონფერენცია თბილისის საკრებულოში, გარემოს დაცვის კომისიის სხდომასთან დაკავშირებით, გამართა და ზოგადად, ქვეყანაში ცხოველთა დაცვის პრობლემებზე ისაუბრა. ლაჭყეპიანის თქმით, საკრებულოს აღნიშნულ კომისიას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს კერძო თავშესაფრის ბედი. იგი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სხდომა სასამართლოს ტიპის იყო და მხარეების დაპირისპირება მოხდა, რისი მსგავსიც საკრებულოს არ ახსოვს.

ლაჭყეპიანის თქმით, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი აკეთებს იმას, რასაც ხელისუფლება უნდა აკეთებდეს, ცხოველთა
დაცვის კუთხით. მან დასძინა, რომ თავშესაფარში რვა მურა დათვია. ლაჭყეპიანმა გააკრიტიკა გარემოს დაცვის სამინისტრო და
აღნიშნა, რომ იგი ქმედითუუნაროა, რადგან ქვეყანაში არ არსებობს გარეული ცხოველების თავშესაფარი, სადაც ეს დათვები განთავსდებოდნენ. ლაჭყეპიანმა ქვეყანაში ცხოველთა დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა, კერძოდ, მან ქუთაისსა და ბათუმში ცხოველთა თავშესაფრების არ არსებობაზე და ამ მხრივ, არსებულ მძიმე პრობლემებზე. მისივე თქმით, ცხოველთა თავშესაფრების არ არსებობა, ცხოველთა დაცვის კუთხით, უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს.

ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლის, ია ჩხენკელის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან ცხოველთა მოვლაზე საკმაო თანხები გამოიყოფა, მაგრამ ისინი არამიზნობრივად იხარჯება. ტენდერებში იმარჯვებენ კერძო პირები, რომლებიც ნაკლებად არიან დაინტერესებულნი ცხოველთა დაცვის პრობლემებით. მისივე თქმით, მაწანაწალა ძაღლები საზოგადოებისათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ. მან დასძინა, რომ მაგალითად ძაღლებში ცოფის შვიდი სახეობაა გავრცელებული და ცოფით დაავადებული ძაღლი ხშირად აგრესიული არ არის. იგი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა დაჭერილი ძაღლების კატეგორიებად დაყოფა, დაავადებულთა მკურნალობა და კასტრაცია, რათა მაწანწალა ცხოველები ქალაქში არ გამრავლდნენ.

იხილეთ ვიდეო
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?