ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან FAO-ს და სურსათის ეროვნული სააგენტოს
ცხოველთა დაცვის ათმა ორგანიზაციამ თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელობა ”ქმედუუნაროდ და თანამდებობისათვის არალეგიტიმურად” ცნო.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ ფხალაძის ინფორმაციით,
ქუთაისში მაწანწალა ძაღლების დახოცვა იგეგმება. ამის შესახებ ქუთაისში, ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენელმა თემურ ლაჭყეპიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ლაჭყეპიანის თქმით, ქუთაისში, ააიპ “სპეციალური სერვისებმა” გამოიწერა 20 კგ. ინგლისური მარილი, რომლითაც ახლად შექმნილ უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში ძაღლების ევთანაზია იგეგმება.
”ეჭვს იწვევს, რომ ეს მარილი გამოყენებული იქნება ძაღლების ევთანაზიისთვის. ამიტომ ვაცხადებ, რომ უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში მიყვანილი ძაღლების დახოცვა იგეგმება“, - განაცხადა ლაჭყეპიანმა.
ცხოველთა უფლებების დამცველები კიდევ ერთ ბრალდებას უყენებენ "სპეციალური სერვისების" წარმომადგენლებს და ამბობენ, რომ სანარკოზე საშუალებები შეძენილი არ არის, რის გამოც მაწანწალა ძაღლებს ოპერაციებს სანარკოზე საშულების გარშე უკეთებენ და ისინი ტკივილს განიცდიან.
“ცხოველთა დაცვის ფედერაცია ასევე მონიტორინგის უფლებას ითხოვს, რისი საშუალებაც, მათი თქმით, ”სპეციალური სერვისების” ადმინისტრაციამ არ მისცა.
ცხოველთა დაცვის ფედერაციის ბრალდებებს ააიპ "სპეციალურ სერვისებში" უარყოფენ.
"სპეციალური სერვისების" დირექტორის გელა გაგუას თქმით, 20 კგ. მარილი არა მხოლოდ ძაღლებისთვის, არამედ მსხვილფეხა საქონლისთვის შეიძინეს. რაც შეეხება ნარკოზის გარეშე ოპერაციების გაკეთებას, გაგუა კატეგორიულად გამორიცხავს და უარყოფს ამ ბრალდებასაც.
4 ოქტომბერს, მსოფლიოში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე (World Animal Day) აღინიშნება.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ქვეყნის მთავარ ვეტერინარ მიხეილ სოხაძესთან ერთად სამეგრელოში, ასხის სუბალპური მთის
”დემოკრატიის ინსტიტუტმა” და ცხოველთა უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა
პარლამენტს განსახილველად წარედგინა საკანონმდებლო პროექტი, რომლის მიზანია ე.წ. კომპანიონი ცხოველის,
"ცხოველთა დაცვის ფედერაცია" ბათუმის დელფინარიუმში მომხდარ ინციდენტზე განმარტებებს აკეთებს