რა ხდება ძაღლების თავშესაფარში, რომლის მეპატრონესაც მეზობლები უჩივიან
ძაღლების თავშესაფრის საკითხი აქტუალური საკრებულოს იმ სხდომის შემდეგ გახდა, რომელზეც თავშესაფრის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჩივარი განიხილეს. საჩივარში აღნიშნულია, რომ თავშესაფარში ანტისანიტარიაა. გარდა ამისა, მოსახლეობის ნაწილი ხმაურს უჩივის. ისინი თავშესაფრის დახურვას და გადატანას მოითხოვენ. საკრებულოს სხდომაზე მხარეები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.

ჩვენი ჟურნალისტი შეეცადა მოსახლეობის მოსაზრებებიც მოესმინა, თუმცა, თავშესაფრის მეზობლებმა კარი არ გააღეს. მეპატრონე კი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მეზობლები გამორჩენის მიზნით უჩივიან.

ძაღლების თავშესაფარი სვანიძის ქუჩაზე 2004 წელს გაიხსნა. საერთო ჯამში დღემდე თავშესაფარში 4000 ძაღლს უპატრონეს. მათი უმრავლესობა გაჩუქებულია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?