თბილისის საკრებულოში, ძაღლების კერძო თავშესაფრის პრობლემების განხილვისას, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა (+ვიდეო)
თბილისის საკრებულოში, ძაღლების კერძო თავშესაფრის პრობლემების განხილვისას, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა (+ვიდეო)
11 ნოემბერს, თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა . გარემოს დაცვის კომისია სხდომაზე ძაღლების კერძო თავშესაფრის პრობლემებს განიხილავდა.

ეს თავშესაფარი ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის დაფუძნებულია. სხდომას ძაღლთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკითხის განხილვამ მხარეებს შორის დაძაბულობა და კამათი გამოიწვია. სხდომაზე ნაჩვენები იყო ორი ვიდეომასალა – ერთი, რომელიც გადაღებული იყო მოსახლეობის მიერ და ასახავდა ელიზბარაშვილის კუთვნილი თავშესაფრის გარშემო არსებულ სიტუაციას, ხოლო მეორე - გადაღებული იყო აღსრულების ბიუროს მიერ, როგორც იურიდიული ფაქტის კონსტანტაცია. მასში ნაჩვენებია თავშესაფრის კედელთან დამარხული
ძაღლები.

მოსახლეობამ სხდომაზე აღნიშნა, რომ შეწუხებულია თავშესაფრის ძაღლების ყეფით, სუნით. ისინი ასევე აცხადებენ, რომ თავშესაფრის
გარეთ, თავს იყრიან მაწანწალა ძაღლები. თავშესაფრის მესვეურები კი აცხადებენ, რომ მათი ძაღლები არ არიან და თავშესაფარში არ შეჰყავთ.
სხდომაზე კონფლიქტი ელიზბარაშვილის ვაჟიშვილსა და სანაძის ქუჩის (სადაც თავშესაფარი მდებარეობს) ერთ-ერთ მცხოვრებს შორის მოხდა. ელიზბარაშვილის შვილი მოქალაქე ტარიელ ჭანტურიას ხელით შეეხო.

Zooclub

მოქალაქეების ადვოკატი ნოდარ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ ძაღლების თავშესაფრის ამ ქუჩაზე დატოვების წინააღმდეგია 14 ოჯახი და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის 100 წევრი. ისინი აპირებენ, რომ თუ პრობლემა საკრებულოს დონეზე არ გადაწყდება, სასამართლოსაც მიმართონ. სხდომაზე თავისი პოზიცია, ასევე დააფიქსირეს ძაღლების უფლებათადამცველებმა. ისინი აცხადებენ, რომ თამაზ ელიზბარაშვილი სრულიად უანგაროდ აკეთებს კეთილ საქმეს და უვლის უპატრონო ძაღლებს, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს.

პარალელურად, თბილისის საკრებულოს შენობასთან, დაახლოებით 50-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. მოგვიანებით, თავშესაფრის შენარჩუნების მოთხოვნით, ინტერნეტ სივრცეში პეტიცია ( "თბილისის მერია, საკრებულო და სასამართლო: გადავარჩინოთ თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი") გავრცელდა.

როგორც სვანიძის ქუჩაზე არსებული თავშესაფრის დირექტორმა თეიმურაზ მამოევმა განაცხადა, თავშესაფარი 2004 წლიდან ფუნქციონირებს, დღეისთვის იქ 400 ძაღლი, 8 დათვი და 1 ტურაა. თავშესაფარს ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი აფინანსებს და უპატრონო ძაღლებზე ზრუნავს. იგი მიიჩნევს, რომ პრობლემა გამოწვეულია მხოლოდ 2-3 მეზობლის მიერ, რომლებიც ძაღლების ხმაურისგან შეწუხებულები არიან.

თამაზ ელიზბარაშვილმა სხდომა დამთავრებამდე დატოვა, გარეთ აქციაზე გასვლისას განაცხადა, რომ სხდომაზე პროვოკაცია მოუწყვეს. ჟურნალისტებთან ელიზბარაშვილმა კომენტარი არ გააკეთა.

იხილეთ ვიდეო: "საკრებულოში ძაღლების თავშესაფრის საკითხის განხილვას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა"
irakli
ძაღლები და კატები ჩაგაკვდეთ სულში! ხომ კარგები არიან? მაშინ ჩაგაკვდეთ სულში!
mezagleebs -s
მე არ გაკადრებ ვირის ტვინს, იმიტომ რომ ვირი გჯობია! როგორ ფიქრობ, ცხოველს სულიერი არ არის? მისი ბრალია რომ განგებამ ასეთი ბედი არგუნა? ადამიანმა თუ არ იზრუნა მათზე რა ქნან ამ საბრალოებმა დამოუკიდებლად? გიფიქრია ამაზე? (მაგრამ რას იფიქრებ, ნებაზე რომ მიგიშვან ალბათ ერთიანად გაჟუჟავდი ყველას. დაანებეთ თავი ამ უკეთილშობილეს ადამიანს თამაზ ეიზბარაშვილს, ,,გააუქმეთ"! რა ადვილი ნათქვამია! გიფიქრიათ იმაზე ადენი ცხოველი რომ არ შეეფარებინა, ქუჩებში რა ამბავი იქნებოდა? ღმერთი გადაგიხდით ბატონო თამაზ სიკეთეს!
დიმა
არსადაც არ გავიტანთ, იქნება და განვავითარებთ კიდეც, გასკდით ეხლა გულზე ბოროტო არსებებო
8888
ევროპელო არ შემდგარო მეძაღლეებო გაიყვანეთ თქვენი ნაშიერები ქალაქიდან, მოგვეცით ნორმალური ცხოვრების პირობები. მოგწონთ ანტირაბიულ კაბინეტებთან ვითომ უფასო რიგი????????????????
dafiqrdiT xalxo
გაიტანეთ ქალაქიდან და მიიღეთ მაგ ადგილას რამდენი მოგებაც გინდათ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?