თბილისის საკრებულოში, ძაღლების კერძო თავშესაფრის პრობლემების განხილვისას, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა (+ვიდეო)
თბილისის საკრებულოში, ძაღლების კერძო თავშესაფრის პრობლემების განხილვისას, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა (+ვიდეო)
11 ნოემბერს, თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა . გარემოს დაცვის კომისია სხდომაზე ძაღლების კერძო თავშესაფრის პრობლემებს განიხილავდა.

ეს თავშესაფარი ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის დაფუძნებულია. სხდომას ძაღლთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკითხის განხილვამ მხარეებს შორის დაძაბულობა და კამათი გამოიწვია. სხდომაზე ნაჩვენები იყო ორი ვიდეომასალა – ერთი, რომელიც გადაღებული იყო მოსახლეობის მიერ და ასახავდა ელიზბარაშვილის კუთვნილი თავშესაფრის გარშემო არსებულ სიტუაციას, ხოლო მეორე - გადაღებული იყო აღსრულების ბიუროს მიერ, როგორც იურიდიული ფაქტის კონსტანტაცია. მასში ნაჩვენებია თავშესაფრის კედელთან დამარხული
ძაღლები.

მოსახლეობამ სხდომაზე აღნიშნა, რომ შეწუხებულია თავშესაფრის ძაღლების ყეფით, სუნით. ისინი ასევე აცხადებენ, რომ თავშესაფრის
გარეთ, თავს იყრიან მაწანწალა ძაღლები. თავშესაფრის მესვეურები კი აცხადებენ, რომ მათი ძაღლები არ არიან და თავშესაფარში არ შეჰყავთ.
სხდომაზე კონფლიქტი ელიზბარაშვილის ვაჟიშვილსა და სანაძის ქუჩის (სადაც თავშესაფარი მდებარეობს) ერთ-ერთ მცხოვრებს შორის მოხდა. ელიზბარაშვილის შვილი მოქალაქე ტარიელ ჭანტურიას ხელით შეეხო.

Zooclub

მოქალაქეების ადვოკატი ნოდარ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ ძაღლების თავშესაფრის ამ ქუჩაზე დატოვების წინააღმდეგია 14 ოჯახი და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის 100 წევრი. ისინი აპირებენ, რომ თუ პრობლემა საკრებულოს დონეზე არ გადაწყდება, სასამართლოსაც მიმართონ. სხდომაზე თავისი პოზიცია, ასევე დააფიქსირეს ძაღლების უფლებათადამცველებმა. ისინი აცხადებენ, რომ თამაზ ელიზბარაშვილი სრულიად უანგაროდ აკეთებს კეთილ საქმეს და უვლის უპატრონო ძაღლებს, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს.

პარალელურად, თბილისის საკრებულოს შენობასთან, დაახლოებით 50-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. მოგვიანებით, თავშესაფრის შენარჩუნების მოთხოვნით, ინტერნეტ სივრცეში პეტიცია ( "თბილისის მერია, საკრებულო და სასამართლო: გადავარჩინოთ თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი") გავრცელდა.

როგორც სვანიძის ქუჩაზე არსებული თავშესაფრის დირექტორმა თეიმურაზ მამოევმა განაცხადა, თავშესაფარი 2004 წლიდან ფუნქციონირებს, დღეისთვის იქ 400 ძაღლი, 8 დათვი და 1 ტურაა. თავშესაფარს ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი აფინანსებს და უპატრონო ძაღლებზე ზრუნავს. იგი მიიჩნევს, რომ პრობლემა გამოწვეულია მხოლოდ 2-3 მეზობლის მიერ, რომლებიც ძაღლების ხმაურისგან შეწუხებულები არიან.

თამაზ ელიზბარაშვილმა სხდომა დამთავრებამდე დატოვა, გარეთ აქციაზე გასვლისას განაცხადა, რომ სხდომაზე პროვოკაცია მოუწყვეს. ჟურნალისტებთან ელიზბარაშვილმა კომენტარი არ გააკეთა.

იხილეთ ვიდეო: "საკრებულოში ძაღლების თავშესაფრის საკითხის განხილვას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა"
თამარ
სადაც პრობლემა არაა იქ ეძებს ხალხი, სასაცილოა.... ღმერთს მადლობა უნდა გადავუხადოთ თუ ვინმე ზრუნავს ძაღლებზე და ესენი პირიქით იქცევიან, ხელს უშლიან, ძაღლებში კი არაა პრობლემა თქვენშია ადამიანებო! ასეთი გაუტანლები როგორ ხართ მიკვირს. არვიცი და არ ვიცნობ თამაზ ელიზბარაშვილს, მაგრამ დიდი მადლობა მას რომ ზრუნავს უპატრონო ცხოველებზე! ადამიანები თუ არა ღმერთ მაინც დაუფასებს!
nodari
ხალხო გახსენით ქალაქ გარეთ ეს თავშესაფარი, რას ჩააკვეხეთ შუა ქალაქში, არ იცით რომ ხალხი შეწუხდება?
8
ძაღლებს გადააყოლეთ ხალხი!
გიო
მართლაც რომ კარგ საქმეს აკეთებსბატონი თამაზი ასეთ ადამიანს დაფასება და მხარში დგომა ჭირდება
otari
თამაზ ელიზბარაშვილი კარგი ადამიანია, თავის სახსრებით აკეთებს უანგაროთ მართლაც კარგ საქმეს. არავის ეს ძაღლები ხელს არ უშლიან, ეს კეთილშობილური საქმე სხვას საქართველოში არ გაუკეთებია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?