თბილისის საკრებულოში, ძაღლების კერძო თავშესაფრის პრობლემების განხილვისას, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა (+ვიდეო)
თბილისის საკრებულოში, ძაღლების კერძო თავშესაფრის პრობლემების განხილვისას, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა (+ვიდეო)
11 ნოემბერს, თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა . გარემოს დაცვის კომისია სხდომაზე ძაღლების კერძო თავშესაფრის პრობლემებს განიხილავდა.

ეს თავშესაფარი ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის დაფუძნებულია. სხდომას ძაღლთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკითხის განხილვამ მხარეებს შორის დაძაბულობა და კამათი გამოიწვია. სხდომაზე ნაჩვენები იყო ორი ვიდეომასალა – ერთი, რომელიც გადაღებული იყო მოსახლეობის მიერ და ასახავდა ელიზბარაშვილის კუთვნილი თავშესაფრის გარშემო არსებულ სიტუაციას, ხოლო მეორე - გადაღებული იყო აღსრულების ბიუროს მიერ, როგორც იურიდიული ფაქტის კონსტანტაცია. მასში ნაჩვენებია თავშესაფრის კედელთან დამარხული
ძაღლები.

მოსახლეობამ სხდომაზე აღნიშნა, რომ შეწუხებულია თავშესაფრის ძაღლების ყეფით, სუნით. ისინი ასევე აცხადებენ, რომ თავშესაფრის
გარეთ, თავს იყრიან მაწანწალა ძაღლები. თავშესაფრის მესვეურები კი აცხადებენ, რომ მათი ძაღლები არ არიან და თავშესაფარში არ შეჰყავთ.
სხდომაზე კონფლიქტი ელიზბარაშვილის ვაჟიშვილსა და სანაძის ქუჩის (სადაც თავშესაფარი მდებარეობს) ერთ-ერთ მცხოვრებს შორის მოხდა. ელიზბარაშვილის შვილი მოქალაქე ტარიელ ჭანტურიას ხელით შეეხო.

Zooclub

მოქალაქეების ადვოკატი ნოდარ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ ძაღლების თავშესაფრის ამ ქუჩაზე დატოვების წინააღმდეგია 14 ოჯახი და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის 100 წევრი. ისინი აპირებენ, რომ თუ პრობლემა საკრებულოს დონეზე არ გადაწყდება, სასამართლოსაც მიმართონ. სხდომაზე თავისი პოზიცია, ასევე დააფიქსირეს ძაღლების უფლებათადამცველებმა. ისინი აცხადებენ, რომ თამაზ ელიზბარაშვილი სრულიად უანგაროდ აკეთებს კეთილ საქმეს და უვლის უპატრონო ძაღლებს, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს.

პარალელურად, თბილისის საკრებულოს შენობასთან, დაახლოებით 50-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. მოგვიანებით, თავშესაფრის შენარჩუნების მოთხოვნით, ინტერნეტ სივრცეში პეტიცია ( "თბილისის მერია, საკრებულო და სასამართლო: გადავარჩინოთ თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი") გავრცელდა.

როგორც სვანიძის ქუჩაზე არსებული თავშესაფრის დირექტორმა თეიმურაზ მამოევმა განაცხადა, თავშესაფარი 2004 წლიდან ფუნქციონირებს, დღეისთვის იქ 400 ძაღლი, 8 დათვი და 1 ტურაა. თავშესაფარს ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი აფინანსებს და უპატრონო ძაღლებზე ზრუნავს. იგი მიიჩნევს, რომ პრობლემა გამოწვეულია მხოლოდ 2-3 მეზობლის მიერ, რომლებიც ძაღლების ხმაურისგან შეწუხებულები არიან.

თამაზ ელიზბარაშვილმა სხდომა დამთავრებამდე დატოვა, გარეთ აქციაზე გასვლისას განაცხადა, რომ სხდომაზე პროვოკაცია მოუწყვეს. ჟურნალისტებთან ელიზბარაშვილმა კომენტარი არ გააკეთა.

იხილეთ ვიდეო: "საკრებულოში ძაღლების თავშესაფრის საკითხის განხილვას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა"
dima
ყველაფერი გამიგია: 1.ძაღლს კარგად მოექცე და არ მოკლა. 2მიხედო ძაღლებს შემდეგი თვალსაზრისით: გამოიყვანო სასეირნოდ მაგრამ ნამორდმიკით. 3.დაუშალო ხალხს ძაღლის ცემა. 4.დაინახავრომ მშიერია პურ გადაუგდო და ა.შ მაგრამ ამას პირველად შევესწარი რომ, ძაღლს უტოლებენ ადამიანს! აი რას გეტყვით ჩემო კარგებო: არ ღირს ათი ძაღლის სიცოცხლე, თუ კი ზარალდება თუნდაც ერთი კაცის ცხოვრება!!!!!!!!!!!!!
დიმა
სინდისი არაგაქვთ ხალხო? რას ლაპარაკობთ კაცი ისეთ საქმეებს აკეთებს საკუთარი ჯიბის ფულით ეს მადლობის მაგიერია? თქვენ უპატრონო ძაღლები რომ შეგხვდეთ პურის მოტეხვაც დაგენანებათ ალბათ მათთვის, ამან კიდევ როგორ ადგილას რა ტერიტორია გამოუყო, სულ მცირე მილიონი დარჩებოდა მოგება იქ რომ კორპუსები დაედგა, საკუთარი ენერგიის დროის და ფულის ფასად სიცოცხლეს გადაარჩინა ძაღლები, ჩათვალეთ ყველა ესენი გარდაცვლილი იქნებოდნენ უკვე რომ არა ელიზბარაშვილი, ცოტა მადლი გამოიჩინეთ თუ ვერ ეხმარებით ხელს ნუ შეუშლით მაინც
mari*
თავშესაფარი მართლაც კარგია, თუ ძაღლებზე ზრუნავენ, მათ ჯანმრთელობასა და კვებაზე, მაგრამ!... ორი წლის წინ წამოვიყვანე იქიდან ლეკვი, გამოვიყვანე თუ არა ტერიტორიიდან, გულისრევა დაეწყო. მზეზე მდგარ მჟავე წიწიბურას აჭმევდნენ ლეკვებს. ეზოში დადიან ავადმყოფი დიდი ჯიშის ძაღლები. ასეთ თავშესაფარს ევროპაში, არსებობის უფლებას არ მისცემდნენ. ჩემ ლეკვზე იმდენი თანხა დავხარჯე, ოჯახში მისაყვედურეს კიდეც: "ჩვენზე არ ხარჯავ ამდენსო" :) წაიყვანეთ თავშესაფრიდან ძაღლები. ეს ისეთი მადლია... უფალი დაგაჯილდოვებთ ამ სიკეთისათვის.*
mezagleebs
მეძაღლეებო ჩაიწყვიტეთ ხმა თქვე ადამანის მაგვარო წარმონაქმნებო! ფი თქვენი! ვინც ეს გახსნა მას რომ გაჭირვებულ ადამიანთა თავშესაფარი გაეხსნა არ ჯობდაა?-ვირის ტვინებო!
keti
საზიზღრები! არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიხუროს თავშესაფარი!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?