თბილისის საკრებულოში ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის საკითხზე იმსჯელეს
თბილისის საკრებულოში ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის საკითხზე იმსჯელეს
საკრებულოში, გარემოს დაცვის კომისიის ინიციატივით, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე საბჭოს წევრებმა თბილისის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა, აღნიშნულ კანონპროექტში გათვალისწინებულ იმ ამოცანებსა და პრიორიტეტებს გაუსვა ხაზი, რომლებიც ცხოველთა მოვლა-პატრონობის თვალსაზრისით მათ პატრონაჟს, ზედამხედველობასა და კლასიფიკაციას, ასევე ცხოველებთან მოპყრობის ჰუმანურ დამოკიდებულებას გულისხმობს.

სხდომაზე საბჭოს წევრებმა აგრეთვე ცხოველების პოპულაციების მართვასა და კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და ურბანულ გარემოში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის ხელშეწყობის
თაობაზე იმსჯელეს.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დეპუტატების გარდა, თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი თეიმურაზ
ფხალაძე და მისი მოადგილე ლერი ქვარაია, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მართვადი რესპირატორული და ზოონოზური ინფექციების სამმართველოს უფროსი ციური თუშიშვილი, საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების თავმჯდომარის თანაშემწე ნანა მურადაშვილი ესწრებოდნენ.


ბებილო
რა ქართულია: "ცხოველების პოპულაციები", "პოპულაციების მართვის წესი", "პრიპრიტეტებს გაუსვა ხაზი", "მათ პატრონაჟს", "მართვადი რესპირატორული", "ზოონოზური ინფექციების სამმართველო". აბა, ვინ გაიგო თუ რაზეა ბრახა-ბრუხი?
lia
არ გრცხვენიათ ძაღლების ეუთანაზიაზე რომ ლაპარაკობთ. მაგ ფხალაძეს ურჩევნია გონს მოეგოს და თავი დაანებოს უპატრონო ძაღლებს. ნურავის ნუ ავიწყდება ცოდვა მეშვიდე თაობამდე მიყვება
qeti
პრობლემები ცოტა გაქვთ?კიდევ რომ არ აგორდეს ახალი ტალღა?! შეეშვით ჩვენს ცხოველებს,ოჯახები არ გყავთ არ გეშინიათ ერთ დღესაც გაიგვიძოთ და თქვენივე ბოროტება გესტუმროთ უბედურების სახით?მე გაგაფრთხილეთ ღვთის სახელით,გეშინოდეთ ღმერთის!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
keti
მე გავაკეთებ პირველ კომენტარს,ხალხი შოკში ვართ,ცხოველების ამოხოცვას აპირებთ? ღმერთის არ გეშინიათ ახლა შუა ქუჩაში ავთანაზია მომინდომეს,112 ბრიგადა თვითონ გადაწყვეტს ცხოველი დასაძინებელია თუ არა?ასეთი რამე როგორ შეიძლება.შეეშვით ჩვენს ცხოველებს,თუ არადა დაუძინებელი ომი იწყება!!!!!!!!!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?