საკრებულოში ძაღლების თავშესაფრის საკითხის განხილვას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა
თბილისის საკრებულოში, გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. გარემოს დაცვის კომისია დღეს სხდომაზე ძაღლების კერძო თავშესაფრის პრობლემებს განიხილავდა, რომელიც ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის დაფუძნებულია. სხდომას ძაღლთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკითხის განხილვამ მხარეებს შორის დაძაბულობა და კამათი გამოიწვია. მოსახლეობამ სხდომაზე აღნიშნა, რომ შეწუხებულია თავშესაფრის ძაღლების ყეფით, სუნით. სხდომაზე კონფლიქტი ელიზბარაშვილის ვაჟიშვილსა და სანაძის ქუჩის (სადაც თავშესაფარი მდებარეობს) ერთ-ერთ მცხოვრებს შორის მოხდა. ელიზბარაშვილის შვილი მოქალაქე ტარიელ ჭანტურიას ხელით შეეხო.

მოქალაქეების ადვოკატი ნოდარ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ ძაღლების თავშესაფრის ამ ქუჩაზე დატოვების წინააღმდეგია 14 ოჯახი და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის 100 წევრი. ისინი აპირებენ, რომ თუ პრობლემა საკრებულოს დონეზე არ გადაწყდება, სასამართლოსაც მიმართონ. სხდომაზე თავისი პოზიცია ასევე დააფიქსირეს ძაღლების უფლებადამცველებმა. ისინი აცხადებენ, რომ თამაზ ელიზბარაშვილი სრულიად უანგაროდ აკეთებს კეთილ საქმეს და უვლის უპატრონო ძაღლებს, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?