დაობლებულ ზებრას მომვლელები მხოლოდ ზოლიანი კოსტუმით კვებავენ
დაობლებულ ზებრას მომვლელები მხოლოდ ზოლიანი კოსტუმით კვებავენ
კენიის ნაციონალური პარკის - ტსავოს თანამშრომლები დაობლებულ ზებრაზე მას შემდეგ ზრუნავენ, რაც მისი მშობელი ლომებმა შეჭამეს. მომვლელებს მოუწიათ არაერთი ხერხისთვის მიემართათ, რათა პატარა ცხოველი გადაერჩინათ და მასზე მზრუნველობის საშუალება ჰქონოდათ.

დირია სულ რამდენიმე დღის იყო, როდესაც დედასთან ერთად საკვებად გამოსულს ლომების პრაიდი თავს დაესხა. პატარა ზებრაც მოკვდებოდა, რომ არა შემთხვევითობა: მტაცებლებისგან თავის დასაღწევად დედა-შვილი ნაციონალური პარკის აღმოსავლეთის მხარეს გაიქცნენ, სადაც ადგილობრივ მწყემსებს თხები ჰყავდათ გამოყვანილი. როდესაც ლომებმა დირიას დედა დაიჭირეს, პატარა ზებრამ თხების ჯოგში დამალვა მოასწრო. მწყემსებმა ლომები ტერიტორიიდან გაყარეს, რის
შემდეგაც დირია ნაციონალური პარკის თანამშრომლებთან წაიყვანეს.

ზებრას ნაშიერი სულ რამდენიმე დღის დაბადებული იყო, როდესაც ადამიანების
გარემოცვაში აღმოჩნდა. პარკის თანამშრომლებმა ის რეაბილიტაციის ცენტრში გადაიყვანეს.

Zooclub

ზებრას გაზრდა ტყვეობაში დედის გარეშე, არც ისე მარტივი საქმეა, თუმცა, მომვლელები იმედოვნებენ, რომ დირია ჯანმრთელი გაიზრდება და ველურ ბუნებაში დაბრუნებას შეძლებს.

მას შემდეგ ერთი თვე გავიდა, რაც პატარა ზებრას ნაციონალური პარკის თანამშრომლები რძით კვებავენ და მასზე ზრუნავენ. სწორედ მათ დაარქვეს ცხოველს დირია. მომვლელები მის სამყოფელში სპეციალურად შედიან ზოლებიანი კოსტიუმით, რომელიც ზუსტად ისეთივეა, როგორიც ზებრის სხეულზე არსებული ზოლები. როგორც ნაკრძალის წარმომადგენლები განმარტავენ, ეს აუცილებელია, რათა პატარა ცხოველს არ შეეშინდეს მომვლელის და ის მიიღოს, როგორც მშობელი.

Zooclub

"ზებრას ნაშიერს დაბადებიდან შეუძლია სხვა ზებრებს შორის დედა ამოიცნოს. ის იმახსოვრებს მშობლის ხმასა და სუნს, თუმცა, პირველ ყოვლისა, არჩევს მის სხეულზე არსებულ ზოლებს. დედა ერთადერთია, რომელსაც პატარა ზებრა ენდობა. როდესაც ამ ცხოველს შვილი უჩნდება, ის ჯოგისგან მოშორებით მიდის და სანამ პატარა ცხოველი დამოუკიდებლად არსებობას არ შეძლებს, დედა-შვილი განმარტოებით ცხოვრობს. ახალშობილ ზებრას მუდმივი ყურდღება სჭირდება, მაგრამ ჩვენ თანამშრომლებს პერიოდულად სახლში დაბრუნება ან შვებულებაში ყოფნა უწევთ. ამიტომ დირიას ნდობის მოსაპოვებლად, ყველა თანამშრომელი ერთსა და იმავე კოსტიუმს იცვამს, შედეგად ყოველ მათგანს ცხოველი დედად აღიქვამს და მათ სრულიად ენდობა", - ამბობს ნაკრძალის წარმომადგენელი.

Zooclub

ნაციონალური პარკის სპეციალისტების თქმით,  მათ არაერთი დაობლებული და დაშავებული ზებრა გადაარჩინეს, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ ველურ ბუნებაში დააბრუნეს.

Zooclub

მომვლელები აღნიშნავენ, რომ დირია თავს კარგად გრძნობს. ის მიირთმევს რძეს და მომვლელებს მოფერების ნებას რთავს. ისინი იმედოვნებენ, რომ პატარა ცხოველი ჯანმრთელი გაიზრდება, რის შემდეგაც კვლავ ველურ ბუნებაში, თავის მოძმეებს დაუბრუნდება.

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ:

გაიცანით თბილისის ზოოპარკის პატარა და უსაყვარლესი ბინადარი "გარინჩა"

ობოლი სპილო ყოველდღე ეხუტება სირაქლემას... მან დედა დაკარგა, მაგრამ საუკეთესო მეგობარი იპოვა

პატარა სპილო 5 საათი შეუჩერებლად ტიროდა მას შემდეგ, რაც დედას დააშორეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?