პატარა სპილო 5 საათი შეუჩერებლად ტიროდა მას შემდეგ, რაც დედას დააშორეს
სპილოებს მაკეობის ყველაზე დიდი პერიოდი - 22 თვე აქვთ, ამიტომ ახალშობილი დიდი ზომის იბადება და მისი კავშირი დედასთან ისეთივე ძლიერი არაა, როგორც სხვა ცხოველების შემთხვევაში.

სპილო ჯუნ-ჯუნი შენდიაშანის (ჩინეთი)  ნაკრძალში დაიბადა, მაგრამ მომვლელებს მისი დედასთან დაშორება მოუწიათ, რადგან სპილომ თავისი ნაშიერის მოკვლა არაერთხელ სცადა.

პატარა ცხოველმა დედასთან განშორება ძალიან განიცადა - ის 5 საათი შეუჩერებლად ტიროდა. მომვლელები მის დამშვიდებას ცდილობდნენ და გვერდიდან არ შორდებოდნენ. 

Zooclub

"მას ძალიან გაუჭირდა დედასთან განშორება, მაგრამ თვალს ვერ დავხუჭავდით, როდესაც დედა სპილო მისთვის ზიანის მიყენებას ცდილობდა", - ამბობს ნაკრძალის თანამშრომელი.

სპილო
სოციალური არსებაა, ამიტომ მისთვის აუცილებელია სხვა სპილოების გარემოცვაში ყოფნა. პატარა სპილოს გაზრდაში, დედასთან ერთად, სხვა
მდედრი სპილოებიც მონაწილეობენ.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც მდედრ სპილოს დედობრივი ინსტინქტები არ გააჩნია. ასეთ დროს ცხოველმა შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ან საერთოდ მოკლას თავისი ნაშიერი.

საბედნიეროდ, ჯუნ-ჯუნმა მძიმე გამოცდას გაუძლო და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

წყარო: heanimalclub.net

ასევე იხილეთ:

არხში ჩავარდნილი პატარა სპილო, გადარჩენის შემდეგ, მაშველებს შესაშინებლად გაეკიდა

სპილოების ჯოგმა მშიერი ლომებისგან პატარა სპილო გადაარჩინა

ობოლი სპილო ყოველდღე ეხუტება სირაქლემას... მან დედა დაკარგა, მაგრამ საუკეთესო მეგობარი იპოვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?