ობოლი სპილო ყოველდღე ეხუტება სირაქლემას... მან დედა დაკარგა, მაგრამ საუკეთესო მეგობარი იპოვა
ობოლი სპილო ყოველდღე ეხუტება სირაქლემას... მან დედა დაკარგა, მაგრამ საუკეთესო მეგობარი იპოვა
ერთი თვის სპილო, სახელად ჯოტო, ჭაში ჩავარდა და თავის ოჯახს ჩამორჩა. ცხოველთა გადარჩენის ორგანიზაციის Wildlife Trust-ის წარმომადგენელმა, დევიდ შელდრილქმა ცხოველი გადაარჩინა. მას შემდეგ ჯოტო კენიის ტერიტორიაზე არსებულ  სპილოების თავშესაფარში ცხოვრობს.

თავშესაფარში ასევე ცხოვრობს სირაქლემა პეა, რომელიც იმავე დღეს გადაარჩინეს, როდესაც ჯოტო. საოცარია, თუმცა, ეს განსხვავებული ცხოველები პირველივე დღიდან დამეგობრდნენ. ისინი ყოველ დღეს ერთად ატარებენ, ერთად სძინავთ, ერთად მიირთმევენ საკვებს და ერთმანეთს ეხუტებიან.

Zooclub

"პატარა ჯოტო ბედნიერია. ის ფრთიანი მეგობრის გარემოცვაში თავს კარგად გრძნობს. ისინი ერთად გაიზრდებიან, ხოლო შემდეგ ველურ ბუნებაში დაბრუნდებიან", -
ამბობს თავშესაფრის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

Zooclub

ბუნება გვასწავლის, რომ მიუხედავად განსხვავებული სახეობისა, ნებისმიერი ცხოველების მეგობრობა შესაძლებელია. ზოგიერთი
მათგანი დედობას უწევს განსხვავებულ არსებებს, ხოლო სხვანი საუკეთესო მეგობრები ხდებიან მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ასევე იხილეთ:

ოქროსფერმა რეტრივერმა დედის ჩანთიდან გადმოვარდნილი პატარა კოალა გადაარჩინა

განსხვავებული სახეობის ცხოველები, რომლებმაც მეგობრობის ფასი იციან

ერმანული ნაგაზისა და ქრცვინის განუყრელი მეგობრობის ამბავი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?