გაიცანით თბილისის ზოოპარკის პატარა და უსაყვარლესი ბინადარი "გარინჩა"
გაიცანით თბილისის ზოოპარკის პატარა და უსაყვარლესი ბინადარი "გარინჩა"
თბილისის ზოოპარკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს პატარა ბელის ფოტოს და მის ისტორიას, რომელიც დაობლდა და სწორედ მას შემდეგ მოხვდა ზოოპარკში: 

"ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და ზუსტად შესაფერისი დროა იმისთვის, რომ გარინჩა გაგაცნოთ. 

გარინჩა დაობლებული დათვის ბელია. ცაგერიდან ჩამოიყვანა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა და ზოოპარკში მოგვაბარა.

მისი მოსახელე, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი გარინჩა კოჭლი იყო. მარცხენა ფეხი მარჯვენაზე მოკლე ჰქონდა.

ჩვენი გარინჩაც კოჭლი მოგვიყვანეს. ტრავმირებულ თათს საერთოდ ვერ იყენებდა.ამიტომაც დავარქვით ეს სახელი.

ფეხბურთელ გარინჩაზე ექიმები ამბობდნენ, სიარულს თუ შეძლებს, უკვე დიდი ბედნიერება იქნებაო.

ჩვენი
გარინჩაც არც ისე იმედისმომცემად გამოიყურებოდა. ფეხის გარდა ნერვული პრობლემებიც ჰქონდა. უკანა ფეხებზე რომ დგებოდა, თავი
უკანკალებდა. შეშინებული და დასტრესილი იყო. გალიიდან საერთოდ არ გამოდიოდა. ადამიანებს უფრთხოდა და იმალებოდა. თავიდან მის სასეირნოდ გამოტყუებას საათები სჭირდებოდა. მერე ნელ-ნელა ამოძრავდა. ფეხიც მოურჩა. ცოტა ხანში სხვა ბელებთან თამაშიც დაიწყო...

Zooclub

საბოლოოდ, ბრაზილიელი გარინჩა ყველა დროის საუკეთესო გარემარბი გახდა ფეხბურთის ისტორიაში.

ჩვენი გარინჩა კი უკვე მარჯვენა გარემარბიცაა, მარცხენაც, მეკარეცაა და თავდამსხმელიც. ყველაზე ყოჩაღი და გონიერი ბელია მთელ ვოლიერში. დარბის, დაცოცავს, დაძვრება და დამალულ სასუსნავებსაც პირველი პოულობს.

დასკვნა: ერთი, რომ იმედი არასოდეს უნდა გადავიწუროთ!
და მეორე: ბელების დაობლებას უნდა შევეშვათ..."

წყარო: თბილისის ზოოპარკი
მაიამ
ზაან საყვარელი ბუთქუჩაა
უცნობი
ინატროს მაგ ბელმა კარგი ამინდები თორემ ძლიერი წვიმა თუ მოვიდა გმირი სამხედროები ავტომატით მიახვრეტავენ...
daundobeli
ნუთუ პატარა წიწილები არ არიან ცოდონი, ასე გემრიელად რომ მიირთმევს თითოეული ჩვენთაგანი, კურდღლები, მწყრები. პატარა, სულ რაღაც თვენახევრის, ჯერ კიდევ დედის ძუძუზე ჩამოკიდებული ხბოს ხორცი ხომ საუკეთესოა საჭმელად. და ა.შ. მოდით ეხლა ვთქვათ ვინაა ბრაკონიერი ჩვენ თუ ის მონადირე რომელმაც ეს ბელი დააობლა თუ ყველა ერთად. სადაც სხვისას ვიტყვით იქ ჩვენიც უნდა ვაღიაროთ.
--
ისევ შიში და სევდა აქვს პატარას! ისევ ადამინი ტუ გაამწარებდა აბ სხვა ვინ???ბავშვივით იყურება უპატრონი ბავშივიტ
oboli
ეეხ მეგობრებო, დათვი კი არა ადამიანი დავობლდი და არავის ვეცოდები...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?