გაიცანით თბილისის ზოოპარკის პატარა და უსაყვარლესი ბინადარი "გარინჩა"
გაიცანით თბილისის ზოოპარკის პატარა და უსაყვარლესი ბინადარი "გარინჩა"
თბილისის ზოოპარკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს პატარა ბელის ფოტოს და მის ისტორიას, რომელიც დაობლდა და სწორედ მას შემდეგ მოხვდა ზოოპარკში: 

"ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და ზუსტად შესაფერისი დროა იმისთვის, რომ გარინჩა გაგაცნოთ. 

გარინჩა დაობლებული დათვის ბელია. ცაგერიდან ჩამოიყვანა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა და ზოოპარკში მოგვაბარა.

მისი მოსახელე, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი გარინჩა კოჭლი იყო. მარცხენა ფეხი მარჯვენაზე მოკლე ჰქონდა.

ჩვენი გარინჩაც კოჭლი მოგვიყვანეს. ტრავმირებულ თათს საერთოდ ვერ იყენებდა.ამიტომაც დავარქვით ეს სახელი.

ფეხბურთელ გარინჩაზე ექიმები ამბობდნენ, სიარულს თუ შეძლებს, უკვე დიდი ბედნიერება იქნებაო.

ჩვენი
გარინჩაც არც ისე იმედისმომცემად გამოიყურებოდა. ფეხის გარდა ნერვული პრობლემებიც ჰქონდა. უკანა ფეხებზე რომ დგებოდა, თავი
უკანკალებდა. შეშინებული და დასტრესილი იყო. გალიიდან საერთოდ არ გამოდიოდა. ადამიანებს უფრთხოდა და იმალებოდა. თავიდან მის სასეირნოდ გამოტყუებას საათები სჭირდებოდა. მერე ნელ-ნელა ამოძრავდა. ფეხიც მოურჩა. ცოტა ხანში სხვა ბელებთან თამაშიც დაიწყო...

Zooclub

საბოლოოდ, ბრაზილიელი გარინჩა ყველა დროის საუკეთესო გარემარბი გახდა ფეხბურთის ისტორიაში.

ჩვენი გარინჩა კი უკვე მარჯვენა გარემარბიცაა, მარცხენაც, მეკარეცაა და თავდამსხმელიც. ყველაზე ყოჩაღი და გონიერი ბელია მთელ ვოლიერში. დარბის, დაცოცავს, დაძვრება და დამალულ სასუსნავებსაც პირველი პოულობს.

დასკვნა: ერთი, რომ იმედი არასოდეს უნდა გადავიწუროთ!
და მეორე: ბელების დაობლებას უნდა შევეშვათ..."

წყარო: თბილისის ზოოპარკი
maiam
ბურზგლა ბელი,საყვარეიაა
ნონა
ვერ ვიტან ბრაკონიერებს და მონადირეებს, რომლებიც ანადგურებენ ფაუნას და ფლორას. რ გულქვა უნდა იყო, რომ ესეთი პატარა დააობლო. ეს ხომ ფაქტიურად პატარა ბავშვივითაა. საერთოდ ეს ოხერი მონადირეები ამდენი ცოდვისაგან როგორ ისვენებენ, როცა ასე უმოწყალოდ ხოცავენ ბუნების შვილებს. რა გინდათ რას იჭრებით მათ სამყაროში, ბუნება მაგათი სამყაროა და არა თქვენნაირი მკვლელების. ბუნებაში არაფერი იკარგება და ბუმერანგის პრინციპი აუცილებლად დაგიბრუნდებათ!!!! ვისაც თქვენ შეეცოდოთ.
მთ
ვიღაც ახვარმა მონადირემ მოუკლა ალბათ დედა
keti
რა დანაგვლიანებული ტვალები აკვს დზალიან საკვარელია და ლამაზი გეტანხმებიტ არავის არააკვს უპლება დააობლოს ცხოველებიც უნდა სჰეცკდეს ნადირობა მატზეც უნდა გაუპრტხილდეტ ზოპარკის ტანამსჰრომლები მარტლაც პატივსაცემი ადამიანები არიან რომ უვლიან მატ ცვენ კი დიდიან პატარიანად გვახარებენ მატი კოპნიტ გაცნობიტ სიხარულს ანიცჰებენ ტიტეულ მოკალაკეებს ასევე სჰემოსულ ტურისტებს მატი სილამაზიტ და არსებობიტ კველამ ერტად უნდა გაუპრტხილდეტ ადანიანს ცხოველს ტუ პრინველს რაც უპალმა ვაცჰუკა ამ კვეკანაზე და არავინ არ უნდა იკვეს გამანადგურებელი არცერტის
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?