ლომების პრაიდმა თავისი მოძმე აფთრების ხროვისგან გადაარჩინა (ემოციური ვიდეო)
სამხრეთ აფრიკის ნაკრძალში აფთრებმა ძუ ლომი მიიმწყვდიეს და მას თავს დაესხნენ. საბედნიეროდ, ველურ კატას თავისი მოძმეები დროულად დაეხმარნენ.

ველური ცხოველების ხროვის დაპირისპირება ტურისტმა ვიდეოზე გადაიღო. მისი თქმით, ეს არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევაა, თუმცა, კადრებზე აღბეჭდილი სურათი მართლაც, შთამბეჭდავი და ემოციურია.

ლომები და აფთრები საკვები ჯაჭვის პირდაპირი კონკურენტები არიან, ამიტომ ისინი ნადავლისთვის ხშირად იბრძვიან, თუმცა, ლომებისგან განსხვავებით, აფთრები ყოველთვის დიდ ჯგუფად ესხმიან მტაცებელს თავს და ხშირად მათი
დაპირისპირება სერიოზული დაზიანებებით სრულდება.

ამ შემთხვევაში ლომს გაუმართლა, რადგან მისი პრაიდი სიახლოვეს აღმოჩნდა და მათ შეძლეს ათობით მტაცებელისგან თავისი მოძმის დაცვა.

ასევე იხილეთ:

დათვმა ნაცადი მეთოდი გამოიყენა, რათა ორი
ვეფხვისგან თავი დაეღწია


დედა ციყვმა თავისი ნაშიერები კობრას თავდასხმისგან იხსნა

არწივმა ფოტოგრაფის თვალწინ გოჭი გაიტაცა
Newnews.ge
ტურისტის კომენტარი 2021 წელს იგივე სიტუაციაში:......ეს ჩემთვის არც პირველი და ..... ფაფუ...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?