არწივმა ფოტოგრაფის თვალწინ გოჭი გაიტაცა
არწივმა ფოტოგრაფის თვალწინ გოჭი გაიტაცა
ველური ბუნების ფოტოგრაფმა ობიექტივზე საოცარი წამები აღბეჭდა - უზარმაზარმა არწივმა პატარა გოჭი გაიტაცა.

75 წლის კლარკ ესპი კრომარტის ნაკრძალში (კუინზლენდი, ავსტრალია) მოგზაურობდა, როდესაც გოჭის ხმიანობა მოესმა. მან მოასწრო ფოტოებზე, ველური ბუნების ცხოვრებიდან, უიშვიათესი წამების აღბეჭდვა, რისი გადაღების საშუალებაც, შესაძლოა, სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ ან საერთოდ არ გქონდეს.

ავსტრალიელის თქმით, ფრინველმა ნადავლს კლანჭები ჩასჭიდა და რამდენიმე ათეული მეტრი იფრინა, რათა სიახლოვეს მდებარე პატარა კუნძულამდე მიეღწია.

Zooclub

"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უჩვეულო სანახაობა იყო. თავიდან მეგონა, რომ არწივს კლანჭებით თევზი მიჰყავდა, თუმცა, დაკვირვების შემდეგ მივხვდი,
რომ მისი ნა
დავლი გოჭი იყო", -  წერს კლარკ ესპი.

წყარო: australiangeographic.com

ასევე იხილეთ:

ძლიერი იმარჯვებს: გველისა და არწივის შერკინება ტურისტმა ფოტო ობიექტივზე აღბეჭდა

ჯიქის წარუმატებელი ნადირობა მაჩვზღარბაზე ტურისტმა ვიდეოზე გადაიღო

ლომი, რომელიც კამეჩს ზურგიდან მიეპარა, იძულებული გახდა, გაქცეულიყო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?