დათვმა ნაცადი მეთოდი გამოიყენა, რათა ორი ვეფხვისგან თავი დაეღწია (+ვიდეო)
"საუკეთესო დაცვა თავდასხმაა" - იფიქრა დათვმა და თავისი მკაცრი ხასიათი გამოავლინა, როდესაც ორი ვეფხვი მიუახლოვდა. საინტერესო სცენა ტურისტებმა რანტჰამბორის ეროვნულ პარკში (ინდოეთი) გადაიღეს.

დათვმა შეამჩნია ორი ვეფხვი, რომლებიც მას უახლოვდებოდნენ და თავის დასაცავად გადაწყვიტა პირველი შეტევა მტაცებლებზე თავად განეხორციელებინა. ის უკანა თათებზე დადგა და შეტევისთვის მოემზადა, ამ მოქმედებით მან შეძლო ცხოველებისგან თავი დაეღწია, ხოლო შემდეგ ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა.

"ყველა მტაცებელი უფრთხის გაცილებით დიდი ზომის ცხოველს. ტუჩა დათვი მოხერხებულად მოიქცა და ორ თათზე დადგომით, მტაცებლების თავდასხმა თავიდან აიცილა. ველური ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით", -
წერს ვიდეოს ავტორი.

ასევე იხილეთ:

ანტილოპას საოცარი ნახტომი ლომებისგან თავის დასაღწევად

ფოტოგრაფმა ხვადი ლომების ეპიკური
შერკინება ეჭვიანობის გამო, ნაკრძალში შემთხვევით გადაიღო


ჯიქის წარუმატებელი ნადირობა მაჩვზღარბაზე ტურისტმა ვიდეოზე გადაიღო


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?