იმ დროს, როცა არსებობს ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც პინგვინს უსაყვარლეს არსებად თვლის, ცოტა ჩვენგანი თუ გაბედავს მის შინაურ ცხოველად აყვანას, თუმცა, ამ იაპონელმა ოჯახმა ეს უჩვეულო არსება ოჯახის სრულუფლებიან წევრად მიიღო.
ეს ფაქტი იმდენად უცნაური იყო, რომ ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან პინგვინის პატრონებთან დაკავშირებას და მასზე სიუჟეტის გადაღებას ცდილობდნენ. 1990 წელს ამერიკულმა ტელეკომპანია "Real TV"-მ შეძლო მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება პინგვინზე, სახელად ლალა, რომელიც იაპონიის პატარა სოფელში ცხოვრობდა.
დოკუმენტური ფილმი 1996 წელს გადაიღეს, იმ დროს, როდესაც ლალა 10 წლის იყო. პინგვინი მზრუნველ ოჯახში ცხოვრობდა. ამ ოჯახმა ცხოველისთვის კონდიცირებით აღჭურვილი ოთახი სპეციალურად მისთვის მოაწყო. ლალას ნებისმიერ დროს შეეძლო ქუჩაში გასვლა და სეირნობა.

ერთ დღეს პატრონმა პინგვინი თევზის ბაზრობაზე წაიყვანა, მას შემდეგ ლალამ მარტო დაიწყო სიარული. ოჯახმა მას პატარა ზურგჩანთაც გაუკეთა და მასში თევზის შენახვა ასწავლა.
სოფლის მცხოვრებლები უცნაური მოვლენის მოწმენი გახდნენ, თუმცა, ზურგჩანთით ქუჩაში მოსეირნე პინგვინი, დროთა განმავლობაში, ადგილობრივებისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
საოცარია ის ფაქტიც, თუ როგორ შეხვდა ოჯახი პინგვინს პირველად: ლალა თევზსაჭერ ბადეში შემთხვევით გაება, რა დროსაც ჭრილობები მიიღო. ოჯახმა ის სახლში წაიყვანა, რათა ემკურნალა და კვლავ ველურ ბუნებაში გაეშვათ, მაგრამ ცხოველი ძალიან შეეჩვია ადამიანებს და მათთან დარჩენა არჩია. მზრუნველმა ადამიანებმა გადაწყვიტეს მისი დატოვება და კომფორტული პირობებით უზრუნველყოფა. პინგვინს მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება ჰქონდა წლების განმავლობაში, სანამ ის სიბერით არ მოკვდა.
ასევე იხილეთ:
გოგონამ ავაზა ბრაკონიერებისგან გადაარჩინა... დღეს მტაცებელი მის სახლში ბედნიერი ცხოვრობს
ვირი, რომელიც ბინაში პატრონებთან ერთად ცხოვრობს
ტაივანელი სტუდენტი გიჟდება თავის "შინაურ ბინადარზე" - გიგანტურ სკოლოპენდრაზე