რა უნდა გავითვალისწინოთ, თუ ძაღლი სოფლის გარემოშია
რა უნდა გავითვალისწინოთ, თუ ძაღლი სოფლის გარემოშია
სოფ­ლის გა­რე­მოს შე­უჩ­ვე­ველ ძაღლს შე­იძ­ლე­ბა და­ე­მუქ­როს საფ­რთხე ,­ რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ლან­დშაფ­ტურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­თან და მის ბი­ნა­დარ არ­სე­ბებ­თან თქვენ უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა, რა­საც თქვე­ნი ოთხ­ფე­ხა მე­გო­ბა­რი, შე­საძ­ლო­ა, ვერ ხვდე­ბა. ძაღ­ლი ისე უნ­და გყავ­დეთ გაწ­ვრთნი­ლი, რომ და­ძა­ხილ­ზე მა­შინ­ვე გი­პა­სუ­ხოთ.

უსაფ­რთხო­ე­ბის ზო­მე­ბი
ძაღ­ლე­ბი ინ­სტინ­ქტუ­რად ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ნი არი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით უც­ნობ გა­რე­მო­ში ყოფ­ნი­სას, და ამის გა­მო შე­იძ­ლე­ბა თა­ვი საფ­რთხე­ში ჩა­იგ­დონ. ყო­ველ­თვის ახ­ლოს გყავ­დეთ, თუ სა­ჭი­როა _ და­უ­ძა­ხეთ, მო­იყ­ვა­ნეთ, სა­ბე­ლი გა­უ­კე­თეთ და ისევ გა­უშ­ვით. ლეკ­ვე­ბი ვერ ხვდე­ბი­ან, რა საფ­რთხე ემუქ­რე­ბათ ჩქარ მდი­ნა­რეს­თან ძალ­ზე ახ­ლოს მის­ვლით, ან კლდის თავ­ზე
გად­მოდ­გო­მით, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თავ­და­ვიწყ­ე­ბით მის­დე­ვენ ფრინ­ველს. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ზამ­თარ­ში ტბა­ზე გა­დაკ­რუ­ლი თხე­ლი ყი­ნუ­ლის ჩამ­ტვრე­ვი­სა და წყალ­ში
ჩა­ვარ­დნის სა­შიშ­რო­ე­ბაც. ზო­გი­ერ­თი ჯი­ში გარ­კვე­ულ გა­რე­მო­ში უფ­რო მე­ტად გა­ბე­დუ­ლი­ა. რეტ­რი­ვე­რე­ბი და­უ­ფიქ­რებ­ლად ხტე­ბი­ან წყალ­ში, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა საფ­რთხე ელო­დეთ. სა­ში­შია მინ­დორ­ზე გაშ­ლილ ფა­რას­თან და ნა­ხირ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა (იხ. გვ. 122-123). ამი­ტო­მაც ასეთ ად­გი­ლებ­ში ძაღ­ლე­ბი მუ­დამ სა­ბელ­შებ­მუ­ლი გყავ­დეთ.

სოფ­ლის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი
ზო­გი­ერ­თი ჯი­ში უკეთ არის შე­გუ­ე­ბუ­ლი სოფ­ლის გა­რე­მოს და იქ ცხოვ­რე­ბა ურ­ჩევ­ნი­ა. ამე­რი­კუ­ლი კუნ­ჰა­უნ­დე­ბი თავს კარ­გად გრძნო­ბენ ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლად სირ­ბი­ლი შე­უძ­ლი­ათ. ძაღ­ლის შერ­ჩე­ვი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რო­მელ გა­რე­მო­ში უნ­და აცხ­ოვ­როთ.

ეკ­ლე­ბი­ა­ნი დაც­ვა
ძაღ­ლებს აინ­ტე­რე­სებთ ზან­ტი ცხო­ვე­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად კუ და მაჩ­ვზღარ­ბა, მაგ­რამ ვერ ეკა­რე­ბი­ან, რად­გან მათ სხე­ულს ბუ­ნებ­რი­ვი ეკ­ლე­ბი­ა­ნი ჯავ­შა­ნი იცავს. მაჩ­ვზღარ­ბებს უნ­და ერი­დონ ძაღ­ლის პატ­რო­ნე­ბიც, რად­გან მა­თი ნაჩხ­ვლე­ტი ძალ­ზე მტკივ­ნე­უ­ლი­ა.

ფრთხი­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა
რო­დე­საც ძაღ­ლი გა­და­ეყ­რე­ბა მის­თვის უც­ნობ ცხო­ველს ან სა­განს, ინ­სტინ­ქტუ­რად უკან და­ი­ხევს, კი­სერს წა­იგ­რძე­ლებს და ფრთხი­ლად დაყ­ნო­სავს. ამ პო­ზა­ში ად­ვი­ლად შე­უძ­ლია სწრა­ფად მო­კურ­ცხლოს; თუ შე­ე­შინ­და, უკა­ნა ფე­ხებს და­ეყ­რდნოს და უკან და­ი­ხი­ოს, თან ამ დროს თვა­ლი არ მო­ა­შო­როს უც­ნობ არ­სე­ბას. თუ პირ­ვე­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას არ შე­შინ­და, წი­ნა თა­თებს წას­წევს და მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა; ზოგ­ჯერ შე­ეც­დე­ბა, თა­თი წაჰ­კრას, რაც შხა­მი­ან გველ­თან ძვი­რად და­უჯ­დე­ბა _ ცხვირ­ზე მი­სი ნაკ­ბე­ნი გა­ცი­ლე­ბით მძი­მე­ა, ვიდ­რე ფეხ­ზე, რად­გან შხა­მი პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში უფ­რო სწრა­ფად მოქ­მე­დებს.

ფრინ­ვე­ლის დევ­ნა
ძაღ­ლებს მი­წა­ზე მო­ბუ­და­რი ფრინ­ვე­ლე­ბის დაფ­რთხო­ბა და წა­მოგ­დე­ბა შე­უძ­ლი­ათ, ამი­ტომ მინ­დვრებ­ში, სა­დაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფრინ­ვე­ლე­ბი ბუ­დო­ბენ, ძაღ­ლი მხო­ლოდ გაკ­ვა­ლუ­ლი ბი­ლი­კე­ბით ატა­რეთ. მას დი­დად არ აინ­ტე­რე­სებს პა­ტა­რა მგა­ლო­ბე­ლი ჩი­ტე­ბი, მაგ­რამ ხო­ხობს ან სხვა სა­ნა­დი­რო ფრინ­ველს, შე­უძ­ლია გარ­კვე­ულ მან­ძილ­ზე გა­მო­უდ­გეს. უფ­რო სა­ში­ში­ა წყლის ფრინ­ველი _ ძაღ­ლი შე­იძ­ლე­ბა მას მიჰ­ყვეს და წყალ­ში ჩახ­ტეს, იქ კი ძლი­ე­რი დი­ნე­ბა დახ­ვდეს. ზო­გა­დად, ძაღ­ლე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ცუ­რა­ვენ და ნა­პირ­ზე უვ­ნებ­ლად გა­მოს­ვლას ახერ­ხე­ბენ. ასეთ დროს ძაღლს ყო­ველ­თვის თქვენ­კენ მო­უხ­მეთ, რა­თა მიხ­ვდეს, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ცუ­როს, რათა ორი­ენ­ტა­ცია არ და­კარ­გოს.

ქვე­წარ­მავ­ლის სა­ხე­ო­ბის დად­გე­ნა
თუ თქვენს საცხ­ოვ­რე­ბელ რე­გი­ონ­ში შხა­მი­ა­ნი ქვე­წარ­მავ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი გვე­ლე­ბი, ბი­ნად­რო­ბენ, გა­ე­ცა­ნით მათ სა­ხე­ო­ბებს, რა­თა ად­ვი­ლად შეძ­ლოთ შხა­მის დად­გე­ნა. თქვე­ნი ძაღ­ლი თუ რო­მე­ლი­მე მათ­განს შე­უ­ტევს და ისიც უკ­ბენს, ამის­თვის მზად იქ­ნე­ბით.
უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ფო­ტო­კა­მე­რით გველს სუ­რა­თი გა­და­უ­ღოთ იმის­თვის, რომ ძაღლს სწო­რად და ეფექ­ტუ­რად უმ­კურ­ნა­ლონ.

ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის პო­ზა

რო­დე­საც ძაღ­ლი გველს აკ­ვირ­დე­ბა, კუ­დი აპ­რე­ხი­ლი აქვს, ყუ­რე­ბი კი წინ ჩა­მოყ­რი­ლი.



რჩევა
გარ­კვე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში ძაღ­ლის აც­რა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, რად­გან გა­რე­ულ­მა ცხო­ვე­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა ცო­ფი გა­დას­დონ.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?