ტაივანელი სტუდენტი გიჟდება თავის "შინაურ ბინადარზე" - გიგანტურ სკოლოპენდრაზე (+ვიდეო)
26 წლის ბიოლოგიის ფაკულტეტის ტაივანელ სტუდენტს, ნეილ ჩინგ ლის, სახლში 43 სმ-ის გიგანტური სკოლოპენდრა (Scolopendra gigantea)  ჰყავს. ბიჭი უხერხემლოს შინაური ცხოველივით ექცევა.

ჩენგ ლეს შინაური ბინადარი - მდედრი გიგანტური სკოლოპენდრა წარმოშობით პერუდან არის.

ბიჭს 43 სმ. სიგრძის მწერის სრულებით არ ეშინია. მიუხედავად იმისა, რომ გიგანტური სკოლოპენდრა შხამიანია და ადამიანისთვის საშიშროებას წარმოადგენს, ჩენგ-ლის ის ხელშიც აჰყავს. სტუდენტის თქმით, ეს მისი პირველი სკოლოპენდრა არ არის, რომელიც სახლში ჰყავს.

Zooclub

ჩენგ-ლის ძალიან უყვარს ფეხსახსრიანები, ამიტომ შხამიან
და აგრესიულ მტაცებელს პრობლემა არ აქვს, მის სხეულზე "ისეირნოს" და პატრონის ხელიდან საკვები მიირთვას. უნდა აღინიშნოს, რომ სტუდენტი მას კატის საკვებს აჭმევს.

ასე იკვებება
გიგანტური მწერი პატრონის მიწოდებული საკვებით



Zooclub

ჩენგ-ლი გვაფრთხილებს, რომ სკოლოპენდრა შხამიანი და აგრესიული მტაცებელია ტუჩფეხიანების რიგისა და მასთან მოქცევას გამოცდილება სჭირდება. "ჩემი ოთახის მეგობარი ისეთივე გიჟია, როგორც მე - მასაც ჰყავს თავისი შხამიანი შინაური ცხოველი. ჩემი სკოლოპენდრა ყოველთვის მშვიდია და მასთან მოქცევა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა, მისი სახლში ყოლის გამოცდილება და ცოდნა აუცილებელია, რათა ცხოველს ჯანმრთელობა შეუნარჩუნოთ."

შხამიანი სკოლოპენდრას ნაკბენი იწვევს მტანჯველ ტკივილს, გამონაყარს, გულისრევას და ცხელებას. მისი ნაკბენი იმდენად შხამიანია, რომ მას შეუძლია თავისზე 15-ჯერ დიდი ნადავლი მოკლას.

ასევე იხილეთ:

არ შეშინდეთ, მათ იციან რასაც აკეთებენ

ბიჭმა პირი გააღო და ვერ წარმოიდგენთ, რა გამოცოცდა

5 ცხოველი, რომლებიც ზებუნებრივ ძალებს ფლობენ და ეს სრულიად რეალურია
keti
გმერტმა ამ კვეკანაზე რომ მოავლინა ადამიანიდან დაცკებული ცხოველები ტუ მცერები კველას ტავის ადგილი მიუცჰინა ვინ სად უნდა იცხოვროს კველაპერი მომცონს მიკვარს მაგრამ ცხოველია ტუ მცერი უპალმა გარედ დააბინავა და ვტვლი მატ ადგილს გარეტ ადამიანებს კი სახლი მისცა საცხოვრებლად სხვანაირად ნუ გამიგებტ მაგრამ არ ვტვლი საცჰიროდ სახლსჰი ადამიანის გარდა რამემ იბინადროს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?