მაშველებმა დედა ჯიქს მოპარული შვილები დაუბრუნეს (ემოციური ვიდეო)
ჯიქის სამი ნაშიერი ადგილობრივმა ფერმერმა, შაქრის მოსავლის აღებისას, მინდორში იპოვა და ცხოველების დახმარებისთვის, ადგილობრივ ველური ბუნების დაცვის თანამშრომლებს მიმართა.

მაჰარაშტრას შტატის (ინდოეთი) მაშველებმა მორიგი სამაშველო ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს.

"შესაძლოა პატარა ცხოველები დედას მოპარეს, ხოლო შემდეგ მინდორში მიატოვეს,"-ამბობს 
ადგილობრივი ველური ბუნების დამცველი.

სპეციალისტები იძულებულნი გახდნენ, მტაცებლის 25 დღის კნუტები რამდენიმე საათით რეაბილიტაციის ცენტრში მოეთავსებინათ. დაღამებისას, გარემოს დაცვის თანამშრომლებმა ჯიქის ნაშიერები პლასტმასის ყუთში მოათავსეს, მინდორში მიიყვანეს  და ტერიტორია დატოვეს.

Zooclub

სამაშველო ოპერაციის მონაწილეთა თქმით, ძუ თავის ნაშიერებს ეძებდა და როდესაც სპეციალისტებმა კნუტები ყუთით მინდორში მიიყვანეს,
რამდენიმე წუთის შემდეგ, სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ აიყვანა მტაცებელმა თავისი შვილები და ბუნაგისკენ წაიყვანა. 

ასევე იხილეთ:

დედა შველი ნერვიულობდა, მაგრამ მოთმინებით ელოდა, თუ როდის გადაარჩენდნენ ადამიანები მის შვილს, რომელიც არხში ჩავარდა

მაშველებმა ბენზო ხერხი გამოიყენეს, რათა რქებით გადაბმული ირმები გაეთავისუფლებინათ

კოშკის აივანზე ასული ხარის გადარჩენა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?