მაშველებმა ბენზო ხერხი გამოიყენეს, რათა რქებით გადაბმული ირმები გაეთავისუფლებინათ (ემოციური ვიდეო)
პრატ-კრიკის მდინარეში, ორი ირემი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა: ცხოველები ერთმანეთზე რქებით გადაებნენ და თავის დახსნას ვერ ახერხებდნენ. თვითმხილველებმა ადგილობრივ სამაშველო სამსახურს მიმართეს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამრი ირმები ტერიტორიისთვის ჩხუბობდნენ და შედეგად, რქებით ერთმანეთში გაიხლართნენ.

ადგილზე მოსული მაშველები რამდენიმე წუთი ცდილობდნენ ცხოველების კუთხეში მიმწყვდევას, რათა ისინი დაზიანებების გარეშე გაეთავისუფლებინათ.

Zooclub

საბოლოოდ, გათავისუფლების უშედეგო მცდელობით დაღლილი ირმები მდინარეში წაიქცნენ, სადაც მაშველმა ისინი ბენზო ხერხის დახმარებით გაათავისუფლა. აღსანიშნავია, რომ მაშველები, რომლებმაც ცხოველები გადაარჩინეს, მონადირეებიც არიან, თუმცა, ამ შემთხვევაში გარემოება ტყის ბინადრების დახმარებას მოითხოვდა და არა მათ მონადირებას.

ასევე იხილეთ:

თავზე ქილა ჩამოცმული, ცოცხალ-მკვდარი მგელი შემთხვევით მოხვდა კადრში, რამაც მისი სიცოცხლე გადაარჩინა

მუშებს ეგონათ,
რომ გაყინული მდინარიდან ძაღლი გადაარჩინეს


დედა შველი ნერვიულობდა, მაგრამ მოთმინებით ელოდა, თუ როდის გადაარჩენდნენ ადამიანები მის შვილს, რომელიც არხში ჩავარდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?