ვეტერინარი გვიზიარებს, თუ რა არის ჩვენი შინაური ცხოველის უკანასკნელი სურვილი სიკვდილამდე
ვეტერინარი გვიზიარებს, თუ რა არის ჩვენი შინაური ცხოველის უკანასკნელი სურვილი სიკვდილამდე
ვეტერინარებმა გაგვიზიარეს სულისშემძვრელი სიმართლე შინაური ცხოველების შესახებ. ყოველივე კი twitter-ზე დაწერილი ერთი კომენტარით დაიწყო, რომელიც ჯესი დიტრიხმა დატოვა. მან ვეტერინარს ჰკითხა, თუ რა წარმოადგენდა ყველაზე დიდ სირთულეს მუშაობის პროცესში.

სპეციალისტმა უპასუხა, რომ ყველაზე რთულია, უყუროს საცოდავ ცხოველს, რომელიც ევთანაზიამდე პატრონს თვალებით ეძებს.

საქმე ის არის, რომ ცხოველთა მფლობელების 90% , ოთხფეხა მეგობრის დაძინების პროცესში, მის გვერდით ვერ ჩერდებიან. ისინი ტოვებენ თავიანთ ბინადრებს, რათა მათ სიკვდილს (ევთანაზიის პროცესს) არ უყურონ. რაც პატრონებმა არ იციან, ეს ცხოველის განცდებია, რომლებისთვისაც საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა
მნიშვნელოვანია.

სამხრეთ აფრიკაში მდებარე ვეტერინარული კლინიკა Hillcrest-ი, შინაური ცხოველის მფლობელებს, სოციალური ქსელის დახმარებით, მოუწოდებს რთულ
წუთებში თავიანთი ოთხფეხა ბინადრების გვერდით დარჩნენ, რათა ცხოველს საყვარელი ადამიანის გარემოცვაში ყოფნით უკანასკნელი წამები შეუმსუბუქდეს.

Zooclub

"ცხოველი, რომ პატრონზე ადრე კვდება, ეს გარდაუვალია. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ მისთვის მთელი ცხოვრება იყავით. შესაძლოა, ეს ერთგული არსება მხოლოდ თქვენი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ ის ხომ მაინც თქვენი ოჯახის წევრია", - წერია ვეტერინარული კლინიკის პოსტში.

როგორი რთულიც არ უნდა იყოს, არ მიატოვოთ ისინი. არ მისცეთ უფლება თქვენს ოთხფეხა ბინადარს, იმ უცხო ადამიანების გარემოცვაში მოკვდეს, რომლებსაც ის არ იცნობს და არ ენდობა.

ვეტერინარებისთვის ძალიან მძიმეა ამის ყურება - როდესაც ცხოველი ბოლო წუთებში თვალებით პატრონს ეძებს და ვერ პოულობს. ამ დროს ის ვერ ხვდება, თუ რატომ დატოვეს მარტო უცხო გარემოში და უცნობ ადამიანებთან. მას მხოლოდ პატრონის გვერდით ყოფნა და მისგან სითბო სურს.

სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ, რათა ოთხფეხა ბინადარი შეშინებული არ იყოს, მაგრამ ცხოველისთვის ეს ადამიანები სრულიად უცხონი არიან.

"სანამ საკუთარ გრძნობებს გაუფრთხილდებით, დაფიქრდით საყვარელ ცხოველზეც. ეს ხომ მისი ბოლო წუთებია და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ შეუმსუბუქოთ", - ამბობს ვეტერინარი.

გადალახეთ ეს ტკივილი თქვენი ოთხფეხა მეგობრის გამო და დარჩით მის გვერდით ყველაზე მძიმე წუთებში.

ასევე იხილეთ:

ვისთვის იღება სამოთხის კარი

უკანასკნელ გზაზე მიმავალ მომაკვდავ კატას, პატრონის ხელისთვის თათი არ გაუშვია

მათ ყველაფერი ესმით: ქალმა სულისშემძვრელი სცენა გადაიღო – როგორ ცდილობდნენ დასხლტომას ძაღლები ხელიდან პატრონებს, რომლებსაც ისინი ევთანაზიაზე მიჰყავდათ
status quo
ეს ისეთია,მღვდლები რომ ამბობენ,სამოთხე და ჯოჯოხეთი არსებობსო.თითქოსდა,საიქიოდან დაბრუნებულმა ვინმემ მოუყვათ...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?