მათ ყველაფერი ესმით: ქალმა სულისშემძვრელი სცენა გადაიღო – როგორ ცდილობდნენ დასხლტომას ძაღლები ხელიდან პატრონებს, რომლებსაც ისინი ევთანაზიაზე მიყავდათ..
მათ ყველაფერი ესმით: ქალმა სულისშემძვრელი სცენა გადაიღო – როგორ ცდილობდნენ დასხლტომას ძაღლები ხელიდან პატრონებს, რომლებსაც ისინი ევთანაზიაზე მიყავდათ..
თუ გგონიათ, რომ ძაღლებს არაფერი ესმით და არაფერს გრძნობენ - ცდებით. ცხოველებისთვის გულისტკენა ძალიან ადვილია, ადამიანები კიმათ ხან არც უფრთხილდებიან.

ასეთი სიტუაციის მომსწრე ტეხასელი ენ ფლორენსი გახდა. მის თვალწინ ქალები შეშინებულ ძაღლებს მიათრევდნენ თოკით ოთახში, სადაც მათ ევთანაზია ელოდათ.

ეს საშინელი სანახავი იყო.

ენი ფლორენსი ცხოველთა თავშესაფარში მეგობართან ერთად მივიდა, რათა მას ძაღლების აყვანაში დახმარებოდა, ნაცვლად ამისა კი საშინელი სურათი ნახა - ქალი შეშინებულ და უბედურ ძაღლს მიათრევდა. ძაღლი მიწაზე დაეცა, ცდილობდა არ გაყოლოდა, მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა.

“ძაღლი უბრალოდ გადაბრუნდა და ზურგზე
დაწვა. ის მთელი არსებით ამბობდა: ძალიან გთხოვ, არ წამიყვანო იქ”, – ყვება ფლორენსი.

Zooclub

ცოტა მოშორებით
სხვა ქალი ცდილობდა ძაღლის თავშესაფარში შეყვანას.

Zooclub

“ქალები თოკს ეჯაჯგურებოდნენ, მაგრამ ძაღლები ადგილიდან არ იძვროდნენ, ამიტომ მათ ძაღლების ხელში აყვანა მოუწიათ”.

ყველაზე მეტად ფლორენსი ქალების რეაქციამ გააღიზიანა.

“მათთვის ეს ყველაფერი სულ ერთი იყო. ისინი უბრალოდ იცინოდნენ ძაღლების ამ წინააღმდეგობაზე. მათთვის ეს ისეთივე იყო, როგორც რაღაც ნივთის ნაგავში გადაგდება და არანაირ სინანულს არ განიცდიდნენ. ძალიან გავბრაზდი. რა საჭიროა ცხოველის აყვანა, თუკი ოდესმე ასეთ რამეს გაუკეთებ? ეს საშინელი და უღირსი საქციელია”.

ქალებმა ბოლოს მაინც შეძლეს და სულ ძალით შეიყვანეს ძაღლები თავშესაფარში. ცხოველები თითქოს გრძნობდნენ, რომ ძალიან ცოტა დრო რჩებოდათ. თავშესაფარი გადავსებული იყო და თანამშრომლები მათ დაძინებას აპირებდნენ.

ენმა ეს ძაღლები თავშესაფრიდან გამოიყვანა და მათი გადარჩენა გადაწყვიტა. შავ-თეთრ ძაღლს მან ტრუმანი დაარქვა, მის დაიკოს კი - მენდი. მიზნად დაისახა, რომ მათთვის აუცილებლად ეპოვა ახალი და კარგი პატრონები. ენი ცხოველთა გადარჩენის ორგანიზაციის მოხალისეებს დაუკავშირდა, მათი დახმარებით, ძაღლების შესახებ ძალიან მგრძნობიარე ვიდეო გადაიღო. ამ ვიდეოს ათასობით ადამიანი გამოეხმაურა. ტრუმანი გერმანულ ნაგაზთა თავშესაფრის დირექტორმა, კელი დონაჰიუმ წაიყვანა სახლში.

“თავიდან მისი ყმუილი გავიგონე. ჩვენ ვცადეთ ძაღლი წამოგვეყვანა, მაგრამ ის იატაკზე დაეცა და არ დგებოდა. ის ისეთი შეშინებული იყო, რომ შიშისგან ჩაიფსა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში კუდს გამუდმებით აქიცინებდა. მივხვდი, რომ ამ ძაღლს სიყვარული სჭირდებოდა, თუმცა, ადამიანებიდან ამ სიყვარულს აღარ ელოდა”, – ყვება დონაჰიუ.
თავშესფრის თანამშრომლებმა ტრუმანი ქალის მანქანაში გადაიყვანეს და იქ უკვე ძაღლი გარდაისახა.

“მანქანაში სულ ჩემს გვერდით ჯდომა უნდოდა. მგზავრობის დროს, 25 წუთში უკვე შემეჩვია”.

Zooclub

ახლა ტრუმანი კრისტინ კაბალიეროსთან არის შეფარებული. ის ბედნიერია და გამუდმებით აქიცინებს კუდს. გაჩუქებამდე მას ჯერ კიდევ სჭირდება პარაზიტებისგან მკურნალობა. ამასთან, მას მოუწევს სახლში ცხოვრებასთან მიჩვევა, რადგან ის ქუჩაში ცხოვრებას მიეჩვია და კრისტინას მისი სახლში შეტყუება სასუსნავებით უწევს.

Zooclub

მენდიმ თავშესაფარი ტრუმანზე 1 დღით გვიან დატოვა და ახლა ჯეკ დუნკანთან არის შეფარებული. ძაღლს რამდენიმე დაავადება აღმოაჩნდა. მას ორივე თვალი დაუსივდა. ისევე, როგორც ტრუმანმა, მენდიმაც არ იცოდა, რა იყო სახლში ცხოვრება. მაგრამ ჯეკის ყურადღებითა და მოვლით მენდის მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდა და ვეტერინარები თვლიან, რომ ის მთლიანად შეძლებს რეაბილიტირებას.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?