ვისთვის იღება სამოთხის კარი...
ვისთვის იღება სამოთხის კარი...
ადამიანი დიდხანს ცხოვრობდა თბილად და ბედნიერად თავის ძაღლთან ერთად.
გავიდა დრო. გარდაიცვალა კაცი. ძაღლი გვერდით მიუწვა და ისიც მოკვდა.

და აი, ადამიანის სული ძაღლის სულთან ერთად დაადგა გზას და შეხვდათ კარი, რომელსაც ეწერა: "სამოთხე. ძაღლებთან ერთად შესვლა აკრძალულია".

არ შევიდა ადამიანი ამ კარში. გვერდი აუარა.

მიდიან მეგობრები გზაზე. გზად მეორე კარი შეხვდათ, რომელზეც არანაირი წარწერა არ იყო.

- ბოდიში, ბატონო. ამ კარს უკან რა არის? - ჰკითხა ადამიანის სულმა კართან მჯდარ თეთრწვერა მოხუცს.

- სამოთხე...

- და ძაღლთან ერთად შეიძლება
შესვლა?

- რა თქმა უნდა!

- ცოტა ხნის წინ რომ შეგვხვდა, იმ კარს იქით რა
იყო?

- ჯოჯოხეთი... სამოთხემდე მხოლოდ ისინი აღწევენ, ვინც მეგობრებს არასდროს ტოვებენ!


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?