error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/dc7ae6e8f44336bef45016526b1409f8.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
უკანასკნელ გზაზე მიმავალ მომაკვდავ კატას, პატრონის ხელისთვის თათი არ გაუშვია
უკანასკნელ გზაზე მიმავალ მომაკვდავ კატას, პატრონის ხელისთვის თათი არ გაუშვია
სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა სევდიანი ფოტო, სადაც თავის 15 წლის კატა ენდრიუს სამუდამოდ ემშვიდობება. ეს მათი ბოლო მგზავრობა იყო ვეტერინართან. ცხოველს მთელი გზის განმავლობაში თათი ჰქონდა დადებული პატრონის ხელზე.

"ის 15 წლის იყო, როდესაც საბოლოოდ ჩავსხედით მანქანაში და წავედით ვეტერინართან, რათა მისთვის ევთანაზია (სამუდამო დაძინება) გაგვეკეთებინა", - წერს ცხოველის მფლობელი.

Zooclub

"წელიწადზე მეტი იყო გასული, რაც ენდრიუ უკურნებელი სენით იყო დაავადებული და ტკივილებისგან ძალიან იტანჯებოდა. ყოველ დილით კრუტუნით გვაღვიძებდა, თუმცა, ბოლო დღეს, ის იჯდა საწოლთან და მშვიდად გველოდა. მთელი გზა,
სანამ ვეტერინართან მივიდოდით, თათი ჩემს ხელზე ჰქონდა დადებული. იგი იყო უფრო ძლიერი, ვიდრე მე და
ჩემი ცოლი. არავის ვუსურვებ განიცადოს ის, რაც ჩვენ განვიცადეთ."

ამ სტატუსის შემდეგ სხვა ინტერნეტ მომხმარებლებმაც გააზიარეს თავიანთი შინაური ბინადრების პირველი და უკანასკნელი ფოტოები.

Zooclub
Zooclub
Zooclub
Zooclub

ასევე იხილეთ:

ფოტოგრაფმა გადაიღო მომაკვდავი კენგურუ, რომელსაც მეწყვილე და შვილი გვერდიდან არ შორდებოდნენ

ეს კაცი ყოველდღე პარკში ეტლით დადის...მაგრამ ვინ არის იქ? ამ ისტორიამ ათასობით ადამიანში თანაგრძნობა გამოიწვია

თავშესაფრიდან და ქუჩიდან აყვანილი ძაღლები და მათი პირველი დღე პატრონთან
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?